მოურინიო - მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი
როგორც Pluri Consultoria იტყობინება ჟოზე მოურინიო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია.
პორტუგალიელ სპეციალისტს წლიურად 15,3 (მლნ) ევრო აქვს ხელფასი. სამეულში ასევე მოხვდნენ "პსჟ" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი და "გუანჩოჟოის" მთავარი მწვრთნელი მარჩელო ლიპი.
ამავდროულად საგადასახადოს მიერ თანხის ჩამოჭრის შედეგად, ყველაზე მეტს კარლო ანჩელოტი იღებს - 7,4 (მლნ) ევრო. შემდეგ მოდის მოურინიო - 7,3 (მლნ) ევრო. მესამე ადგილზე ფაბიო კაპელოა - 6,8 (მლნ) ევრო.
ათეული ასე გამოიყურება:
1. ჟოზე მოურინიო ("რეალი", 15,3 მლნ. ევრო)
2. კარლო ანჩელოტი ("პსჟ", 13,5 მლნ. ევრო)
3. მარჩელო ლიპი ("გუანჩჟოუ", 10 მლნ. ევრო)
4. ალექს ფერგიუსონი ("მანჩესტერ იუნაიტედი", 9,4 მლნ. ევრო)
5. არსენ ვენგერი ("არსენალი", 9,3 მლნ. ევრო)
6. გუს ჰიდინკი ("ანჟი", 8,3 მლნ. ევრო)
7. ფაბიო კაპელო (რუსეთის ნაკრები, 7,8 მლნ. ევრო)
8. ტიტო ვილანოვა ("ბარსელონა", 7 მლნ. ევრო)
9. ხოსე ანტონიო კამაჩო (ჩინეთის ნაკრები, 5,9 მლნ. ევრო)
10. რობერტო მანჩინი ("მანჩესტერ სიტი", 5,9 მლნ. ევრო)
- 28 ნოემბერი 2012
- 1 808
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.