ჩემპიონთა ლიგა - რეალის მთვარი გამოწვევა
ლა ლიგაში 13 ტურის შემდეგ სამეფო კლუბი მისთვის უჩვეულო მესამე ადგილზეა და 11 ქულით ჩამორჩება პირველადგილოსან ბარსელონას. ერთი შეხედვით ეს კატასტროფა უნდა იყოს მადრიდის რეალის გულშემატკივრებისათვის, მაგრამ ამავდროულად ოპტიმიზმის საფუძველიც უნდა იყოს. 1998, 2000 და 2002 წლებში მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა, თუმცა ესპანეთის ჩემპიონატში საშინელი სტარტი ჰქონდა.
1997/98 წლებში სამეფო კლუბს 13 ტურის შემდეგ 28 ქულა ჰქონდა, ორით მეტი ვიდრე წელს აქვს. სეზონის ბოლოს სამეფო კლუბმა ჩემპიონთა თასი აღმართა.
1999/00 წლებში ბარსელონა მადრიდის რეალს მეცამეტე ტურისათვის 11 ქულით უსწრებდა. სეზონის ბოლოს შედეგი იგივე იყო, თეთრებმა კვლავ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.
ისტორია გამეორდა 2002 წელსაც, სამეფო კლუბმა ლა ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში ზიდანის ბრწყინვალე გოლის წყალობით ჩემპიონობა იზეიმეს.
- 27 ნოემბერი 2012
- 1 889
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.