დი მარიას და პეპეს ინტერვიუ
”მადრიდის რეალმა” თავისი ადგილი იპოვა 1/8 ფინალში. არგენტინელმა ფეხბურთელმა გუშინდელ შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ადგილზე ვარ, მთავარია რომ გავედით. პირველ ნახევარში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ნახევარი ჩვენთვის ცუდი გამოდგა. ყველაფერ ამას დაემატა ალვაროს გაძევება და თერთმეტმეტრიანი დარტყმა. პირველი ნახევარი შესანიშნავად მიიოდა და მეორე ნახევარში უბრალოდ იღბალმა არ გაგვიღიმა. ყველაზე მთავარი არის ის, რომ მერვედფინალში ვართ და შეგვიძლია მომდევნო ეტაპზე ვიფიქროთ უკვე.”
პეპემაც ხაზი გაუსვა იმას,თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მომდევნო ეტაპზე გასვლა: ”ვფიქრობ შესანიშნავად ვითამაშეთ, განსაკუთრებით კი პირველ ნახევარში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მომდევნო ეტაპზე ვართ და უკვე მომდევნო შეხვედრაში უფლება გვაქვს, რომ ”სანტიაგო ბერნაბეუს” პუბლიკას მაქსიმალური სიამოვნება მივანიჭოთ.”
”ალვარომ გვითხრა, რომ ის არ შეხებია კუნს. ასეთი რაღაცეები ფეხბურთში ხდება და შენ უბრალოდ მზად უნდა იყო ამისთვის. ეს ურთულესი ჯგუფია, ოთხი გუნდით, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ჩემპიონები არიან და აქედან გამომდინარე, მთავარი არის ის, რომ მომდევნო ეტაპზე ვარ. ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საუკეთესო გუნდები უნდა დაამარცხო და ყველანაირ წინააღმდეგობის დასაძლევად უნდა იყო მზად.”
- 22 ნოემბერი 2012
- 1 887
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.