"ჩერიშევი არ იყიდება"
"რეალ მადრიდ კასტილიას" შემტევი დენი ჩერიშევი, დღითიდღე პროგრესირებს.
სეგუნდა დივიზიონში შთამბეჭდავი გამოსვლით, ახალგაზრდა გარემარბმა რუსეთის ეროვნული ნაკრების კარი შეაღო.როგორც იცით, გასულ სანაკრებო ბატალიებზე, დანიელმა ამერიკის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, 10 წუთი გაატარა მოედანზე.
ჩერიშევის პოტენციალში დარწმუნებულია მოურინიოც, რომელმაც რამდენიმე თვის წინ "რეალის" რიგებში დებიუტის საშუალება მისცა, ხოლო ახლა კი, მანჩესტერში წაიყვანა.სავარაუდოდ, რუსს სათადარიგოდან წამოდგომა არ მოუწევს, თუმცა განაცხადში შეყვანაც დიდი პატივია კანტერანოსისათვის, რომელიც მეათე სეზონს ატარებს "ბლანკოსში."
ბუნებრივია, მარცხენა გარემარბის შესაძლებლობებით არაერთი ევროპული კლუბია მოხიბლული.ყველაზე ბოლოს, "ევერტონმა" სცადა "რეალთან" ტრანსფერზე მოლაპარაკების დაწყება.ლივერპულელები 6 მილიონის გადახდისათვის მზად იყვნენ, თუმცა ოფიციალურმა მადრიდმა დასძინა, რომ "ჩერიშევი არ იყიდება."
ინფორმაციის წყარო: marca.com
- 21 ნოემბერი 2012
- 1 751
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.