„მანჩესტერ სიტი“ ერთიანდება რონალდოს წინააღმდეგ
"მანჩესტერ სიტის" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება გამორჩეული იქნება კრისტიანო რონალდოსთვის, რომელიც კარგად ნაცნობ ქალაქში ბრუნდება...
„მადრიდის რეალის“ ფეხბურთელთა უმრავლესობისთვის ოთხშაბათის მატჩი „ეტიჰად სტედიუმზე“ იქნება ერთი ჩვეულებრივი და ნორმალური „ჩემპიონთალიგური“ დაპირისპირება, გარდა ერთი ფეხბურთელისა, რომლისთვისაც ეს განსაკუთრებული შეხვედრაა.
რონალდოსთვის მომავალი მატჩი დერბის ტოლფასია. სამეფო კლუბის ვარსკვლავი ბრუნდება ქალაქში, რომელსაც ცოტა ხნის წინ სახლს უწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ „იუნაიტედის“ გულშემატკივრებს უყვართ იგი და პატივს სცემენ მის მიერ გატარებულ პერიოდს ინგლისში, „სიტის“ ფანები „დანებს ლესავენ“ და ემზადებიან ამ ფეხბურთელის დასახვედრად და შესაწუხებლად.ბუნებრივია, ამაში გასაკვირი არაფერია, რამეთუ პორტუგალიელს არაერთხელ ჰყავს დამწუხრებული "ქალაქელები."
ასეთი სახელის მოხვეჭის შემდეგ, „ეტიჰედის“ მოედანზე ფეხის დადგმა რონალდოსთვის იქნება უხეში გამოფხიზლება. მას დახვდებიან მტრულად, იგი მთელი თამაშის მანძილზე იქნება დაცინვის ობიექტი (რონალდოს ასეთ დროს მათი გაჩუმების კარგი გამცდილება და ჟესტები აქვს, ავტ.). ამის შემდეგ „პორტუგალიელ მფრინავს“ ალბათ გაუჩნდება განსაკუთრებული მოგონებები, გამოწვეული მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებისგან.
კრისტიანო რონალდომ იცის, რომ დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება, ერთი გასროლით ორი ჩიტის მოკვლას ჰგავს, ასიამოვნებს როგორც „რეალის“, ასევე „იუნაიტედის“ გულშემატკივრებს.
პორტუგალიელ ვარსკვლავს დამყარებული აქვს პირადი რეკორდები „სიტის“ წინააღმდეგ (როცა იგი „მანიუში“ თამაშობდა). თანაქალაქელების 10 დაპირისპირებიდან, რონალდომ გამარჯვება იზეიმა ექვსჯერ, დამარცხდა სამჯერ და ერხელაც ფრეს დასჯერდა, ორ შეხვედრაში კი ის მოედნიდან გააძევეს.
და ბოლოს, „მანჩესტერ სიტი“ იყო რონალდოს წინააღმდეგ მაშინ, როცა მან სამარცხვინოდ გამოხატა ფერგიუსონის გადაწყვეტილება, მისი მოედნიდან გაყვანის შესახებ. ეს კადრები კაშკაშებდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყველაფერი დასრულდა 2009 წლის 10 მაისს „ოლდ–ტრაფორდზე“, სადაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ რონალდო მადრიდული გრანდის საკუთრება გახდებოდა.
წყარო: marca.com
- 21 ნოემბერი 2012
- 2 467
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.