ხედირა: "მანჩესტერში გამარჯვების კარგი შანსი გვაქვს"
როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ სიტის" ესტუმრება. ამ მატჩთან დაკავშირებით "რეალის" გერმანელმა ნახევარმცველმა სამი ხედირამ პრესკონფერენცია გამართა.
"დორტმუნდმა" აჩვენა, თუ როგორ შეიძლება წინააღმდეგობის გაწევა. ისინი თითქმის ყველა ბურთზე იბრძოდნენ და სათამაშო კლასში ტონს არ გვიდებდნენ. ვგონებ, რომ "მანჩესტერში გამარჯვების კარგი შანსი გვაქვს. მაგრამ ამისთვის აუცილებლად შეტევაში ძალები არ უნდა დავზოგოთ. მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში ვფიქრობ, რომ გამარჯვების კარგი შანსი გვექნება და გარდატეხას მატჩში აუცილებლად შევიტანთ."
ხედირამ ხაზი გასუვა "სიტის" ფორვარდების კარგ თამაშს: "ვფიქრობ "სიტის" თითოეული ფეხბურთელი ძალიან სახიფათოა. ტევესი, ბალოტელი, აგუერო და ჯეკო, ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებსაც ნებისმიერი მეტოქისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია. მათ უზარმაზარი თამაშის ხარისხი აქვთ და ნებისმიერ მათგანს თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ამიტომაც ოთხივე ძალიან კარგი მოთამაშეა და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი გამოვა საწყისი წუთებიდან მოედანზე, ჩვენ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ და გავაკონტროლოთ მათი თითოეული მოძრაობა. ისინი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდები არიან."
სამიმ, რომელმაც "ატლეტიკთან" მატჩში პირველივე გოლის დროს საგოლე გადაცემა გააკეთა, ისაუბრა თავის განვითარებაზე, როგორც ფეხბურთელი: "ძნელია ვთქვა, რომ ახლა უკეთეს ფორმაში ვარ, გასულ სეზონთან შედარებით, მაგრამ ნებისმიერი მოთამაშე, როგორც ფეხბურთელი დღითიდღე ვითარდება. ახლა მე ჩემს საუკეთესო ასაკში ვიმყოფები. ჩემი აზრით, ყოველთვის შეიძლება საკუთარი თამაშის გაუმჯობესება ყველა ასპექტში. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დონის მოთამაშე ვარ."
ხედირამ ჩემპიონთა ლიგაზეც თქვა ორიოდე სიტყვა: "ეს წელი ყველაზე საინტერესო იქნება, რადგან არსებობს უამრავი გუნდი, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება ყოველთვის შეუძლიათ, ასეა ამ სეზონშიც."
ინფორმაციის წყარო: www.realmadrid.com
- 19 ნოემბერი 2012
- 2 180
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.