"რეალმა" "სიტისთვის" მზადება დაიწყო
ბილბაოს "ატლეტიკის" გამანადგურებეული ანგარიშით დამარცხების შემდეგ, მადრიდელთა ფიქრები ჩემპიონთა ლიგისკენაა მიმართული.
ჟოზე მოურინიოს შეგირდები, კვირას, "სიტისთან" მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ (21 ნოემბერი, 23:40, რუსთავი 2-ზე).აღსანიშნავია, რომ სავარჯიშო მინდორზე კვლავ არ გამოჩენილა მაიკლ ესიენი.ამ უკანასკნელმა კონდიციებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბასკებთან იუქმა და როგორც ჩანს, ვერც ინგლისში მოახერხებს თამაშს.შეგახსენებთ, რომ განელის სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი ("თეთრი" მაისურით), სწორედ "ქალაქელებთან," პირველ ორთაბრძოლაში, შედგა.ყოფილმა "არისტოკრატმა" მართლაც რომ დიდი წვლილი შეიტანა "ბლანკოსის" მაშინდელ გამარჯვებაში.
დიდი ალბათობით, მოედნის ცენტრში, ჩაბი ალონსოს ტრავმამოშუშებული ხედირა შეუწყვილდება."ატლეტიკის" კარში შეგდებული ბურთით, გერმანელმა ყველას დაანახა, რომ "სიტისთანაც" იგივეს გაკეთება ძალუძს.
სავარჯიშო სესიაზე არ გამოჩენილან მარსელო და იგუაინი.ბრაზილიელს დაბრუნებას ახლო მომავალში არავინ მოელის, ხოლო რაც შეეხება პიპიტას, უცნობია როდის ჩადგება მწყობრში, თუმცა ბენზემას გასული წარმოდგენიდან გამომდინარე, სანერვიულოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე.
და ბოლოს, პირველი შემადგენლობის დანარჩენი მოთამაშეები, მწვრთნელის მითითებებს ასრულებდნენ.
ინფორმაციის წყარო: marca.com
- 19 ნოემბერი 2012
- 1 326
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.