კარანკა: "ლა ლიგა შეცდომებს არ გპატიობს"
"ატლეტიკის" დამარცხების შემდეგ, აიტორ კარანკამ პრესკონფერენცია გამართა.
"ნებისმიერი მატჩი მსაჯის საფინალო სასტვენამდე გრძელდება.ფეხბურთელებმა შეხვედრის დასრულებამდე უნდა შეუტინიო და გაიტანონ გოლები.ლა ლიგა შეცდომებს არ გაპატიებს.ჩვენ ვცდილობთ სეზონის სტარტზე წარუმატებელი გამოსვლა, ახლა გამოვასწოროთ.მაისში ვნახავთ რამდენად შევძელით ეს."
"განვლილ დაპირისპირებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლდათ, რომ ბოლო წუთამდე აქტიურები ვიყავით."ატლეტიკის" კარში მესამე გატანილი გოლის შემდეგ, თამაშის ბედი გადაწყვეტიელი იყო და ამიტომაც მოახერხა მეტოქემ ანგარიშის შემცირება.მათ მეორედაც შეეძლოთ გატანა, თუმცა ვერ მოახერხეს.შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარით, რომ ერთ ეპიზოდს შეეძლო ყველაფერი შეეცვალა.მეორე ნახევარში მადრიდისტები მთელი ძალებით იცავდნენ თავს და შემდეგ შეტევაში გადადიოდნენ, რაც საკმაოდ ეფექტური გამოდგა."
"ვგონებ, ბენზემა ყოველთვის ასეთი თავგანწირვით თამაშობს.კარიმი გამოირჩევა პასების გაკეთებითა და მოძრაობით.ისეთი ტიპის მოთამაშეებს მიეკუთვნება, რომლებიც თანაგუნდელებს კარგად უგებენ და სივრცეებს ქმნიან მათთვის.ერთი სიტყვით, ვიცით კარიმის პოტენციალი."
"როდესაც მოდრიჩს ვიფორმებდით, ვიცოდით, რომ მრავალფუნქციური მოთამაშე გახლდათ.ის შესანიშნავი ფეხბურთელია და "რეალში" ყოველთვის შეუძლია პროგრესირება.ლუკამ დიდებული პასი გაუკეთა კარიმს.ის თითოეულ მატჩში უფრო უმატებს."
"ესიენი გარკვეულ დისკომფორტს განიცდის ტკივილების გამო.როდესაც 100 პროცენტით მზად იქნება, განაცხადში დაბრუნდება."
"რონალდუს როლი სამეფო კლუბში, ყველას კარგად მოგეხსენებათ.ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.მართალია, ვერ შეძლო თავის გამოჩენა, თუმცა ბევრი გადაცემა გააკეთა და სახიფათო იყო შეტევაში."
ინფორმაციის წყარო: merengues.ru, realmadrid.com
- 18 ნოემბერი 2012
- 1 639
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.