გულშემატკივრებს იოზილი სურთ...

გულშემატკივრებს იოზილი სურთ...

marca: ვინ უნდა იყოს საჯარიმო დარყმების მუდმივი შემსრულებელი "რეალში"?

„მადრიდის რეალის“ გულშემატკივარს ერთგულად უყვარს კრისტიანო რონალდო, მაგრამ ისინი თვლიან, რომ რონალდოს ერთი მოვალეობა უნდა ჩამოერთვას. მათი აზრი განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიცვალა, რადგან ულამაზესი ჯარიმები გაიტანეს სერხიო რამოსმა და მესუთ იოზილმა. თან წელს კრისტიანო ვეღარ ბრწყინავს ამ ასპექტში ძველებურად.

„მარკამ“ ჩაატარა გამოკითხვა, თუ ვინ უნდა იყოს „რეალში“ ჯარიმების მუდმივი დამრტყმელი. შედეგებმა აჩვენა, რომ „ფანებს“ იოზილი სურთ, შემდეგ ადგილს იკავებს რამოსი, რონალდო კი მესამეა.

გერმანელი გამთამაშებლის მიერ ბორუსიას კარში გატანილმა გადამწვეტმა ჯარიმამ გამოიწვია ხალხის 44%–ის სურვილი, რომ საჯარიმო დარტყმები მან შეასრულოს.
სერხიო რამოსის მიერ პანამას კარში გატანილი შესანიშნავი ჯარიმა გახდა მიზეზი იმისა, რომ გულშემატკივართა 33%–ს სწორედ იგი სურს ჯარიმების დამრტყმელად სამეფო კლუბში.

პორტუგლიელი შემტევი კი ჯერ ვერ იყენებს საკუთარ შანსს, რომ თავისი „მომაკვდინებელი“ დარტყმით გაიტანოს ჯარიმა. მას ამის საშუალება 18–ჯერ მიეცა ამ სეზონში. სწორედ ესაა ფანების უკმაყოფილების მიზეზი და რონალდომ 23%–ით მესამე ადგილი დაიკავა.
დღევანდელ თამაშში რონალდო ყურადღების ცენტრში იქნება. (როდის არ იყო რო??? ავტ.)

წყარო: marca.com

  • MyNameIs
  • 17 ნოემბერი 2012
  • 2 841
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (92)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)