ტოპ-კლუბებმა რონალდუზე ნადირობა დაიწყეს
შესაძლოა, რონალდუმ კლუბი დატოვოს...
კრიშტიანუ რონალდუს მადრიდული კარიერის შესაძლო დასრულების შესახებ, ბევრს საუბრობენ. გაჩნდა, რამდენიმე კლუბი, რომელმაც ამ საკითხზე სატრანსფერო პოლიტიკის წარმოება გადაწყვიტა. კერძოდ არსებობს სამი ვარიანტი:"მანესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი" და "პსჟ". თითეული ეს კლუბი მზადაა, რონალდუს სანაცვლოდ ფინანსები არ დაიშუროს.
"მანჩესტერ იუნაიტედს" უპირატესობა აქვს, რადგან რონალდუმ საქვეყნოდ განაცხადა, რომ უყვარს "წითელი ეშმაკები" და სურს დაბრუნდეს ყოფილ კლუბში. ფირმა "Nike"–მ, რომელიც ყოველწლიურად წითლებს გარკვეული თანხით ამარაგებს, შესაძლოა გარკვეული წვლილი შეიტანოს ამ ტრანსფერში.
"იუნაიტედის" მუდმივ კონკურენტ გუნდს "მანჩესტერ სიტის", ასევე შეუძლია პორტუგალიელი მეგა ვარსკვლავის ხელში ჩაგდება. გასულ ზაფხულს ისინი უკვე შეეცადნენ პორტუგალიელის გადაბირებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. როგორც ცნობილია შეიხ მანსუს 200 მილიონი ევრო აქვს გადანახული რონალდუს ტრანსფერის გასაჩარხად.
ბოლო კლუბი "პსჟ", რომელიც აქტიურად განიხილავს რონალდუს ტრანსფერს. კლუბის მფლობელმა გასულ წელს უკვე დახარჯა 257 მილიონი ევრო, მაგრამ აღიარა, რომ მისი მთავარი მიზანი კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებაა.
- 17 ნოემბერი 2012
- 4 873
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.