კარანკა: "საუკეთესო მწვრთნელთან მუშაობა, პრივილეგიაა"
პრიმერა დივიზიონის მაშტაბით, სამეფო კლუბი მომდევნო მატჩს "ატლეტიკთან" გამართავს."რეალის" მეორე მწვრთნელ აიტორ კარანკას, ფეხბურთელის რანგში, ორივე კლუბში უთამაშია. Bwin-ის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, მასთან გადაწყვიტა ინტერვიუს ჩაწერა.
"როგორც წესი, "რეალისა" და "ატლეტიკის" დაპირისპირება, განსაკუთრებულ ეფექს ვერ ახდენს სატურნირო ცხრილზე, რამეთუ კლუბები პოზიციურად საკმაოდ დაშორებულნი არიან.ვიმედოვნებ, რომ ბასკები გარკვეულ სირთულეებს წინაშე დაგვაყენებენ მომავალ მატჩში.გასულ წელს, ბილბაოელებს ჩინებული სეზონი ჰქონდათ, რის ხარჯზეც 2 ფინალში მიიღეს მონაწილეობა.მათ რიგებში ისეთი ფეხბურთელები ირიცხებიან, რომელთაც შუძლიათ პრობლემების შექმნა."
ნიშანდობლივია, რომ "რეალმა" და "ატლეტიკმა" ლა ლიგის ყველა გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა."სანტიაგო ბერნაბეუ" 82-ედ უმასპინძლებს ბასკებს: "ვფიქრობ, მოთამაშეებისათვის ადვილია მსგავსი მატჩებისთვის მზადება, რამეთუ მათთვის ყველაზე პირობაა შექმნილი.მაგალითისთვის: დიდებული ატმოსფერო, რომელიც ორ ისტორიულ კლუბს შორის სუფევს."
"მსოფლიოს საუკეთესო დამრიგებელთან მუშაობა, პრივილეგიაა ჩემთვის.სამწვრთნელო კარიერა ნაკრების ახალგაზრდებთან დავიწყე და იქედან პირდაპირ "რეალში" მოხვედრა, სასწაული იყო.მოურინიოს გვერდით ყოფნა, სიამოვნება.ვცდილობ ყურადღებით ვადევნო თვალი მის მეთოდებს და შევიცნო მისი პერსონა.ყოველდღიურად ერთად ვართ, რაც დიდი გამოცდილებას მაძლევს.მინდა გითხრათ, რომ ადამიანებმა არ იციან მოუს რეალური სახე."
"სპორტის სამყაროში ტიტიულების მოგება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთი კლუბისათვის, როგორც მადრიდის "რეალია."მოთამაშის რანგში, მქონდა საშუალება დიდი ტროფეების გამარჯვება მეზეიმა სამეფო კლუბის რიგებში.ახლა, დამრიგებლის პოზიციიდან, ვეცდები იგივეს გამეორებას.დიდხნიანი პაუზის შემდეგ სამეფო თასზე პირველობა და პრიმერაზე ბრწყინვალე სეზონი, ნიშანდობლივია იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ჩვენი პროექტის რწმენა აქვთ."
"თითქმის ყოველდღე ვეუბნები მთავარ მწვრთნელს, რომ ადამიანები კარგად არ იცნობენ კრიშტიანუს.ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ის მადრიდში თამაშობს.ის ნამდვილი პროფესიონალია, მტკიცე ხასიათით.ყოველთვის გამოსწორებაზე და გაუმჯობესებაზე ფიქრობს.რონალდუ სრულად დაყდნობილია თანაგუნდელებზე და ცდილობს მათაც გაუწიოს დახმარება ბევრ საკითხში."
ინტერვიუს ბოლოსკენ აიტორს ცენტრალურ მცელებზე კითხეს: "გუნდში ისეთი ცენტრალური მცველები გვყავს, როგორებიც არიან რამოსი და პეპე.ორივე მათგანია საუკეთესოა მსოფლიოში.არ დაგვავიწყდეს ვარანი, რომელსაც დიდი მომავალი ელოდება წინ, ასევე რაულ ალბიოლი, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.რა თქმა უნდა, კარვალიუს არცთუ საუკეთესო პერიოდი უდგას კარიერაში, თუმცა წლების განმავლობაში მისი გამოსვლა საკმაოდ შთამბეჭდავი გახლდათ."
ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
- 16 ნოემბერი 2012
- 1 576
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.