რონალდუმ ვარჯიში განაახლა

რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ ვარჯიში განაახლა.

სამეფო კლუბის "შვიდიანს," განვლილ მატჩში "ლევანტესთან," დავიდ ნავარომ იდაყვის ჩარტყმით გამოუწერა უქმობა, რის გამოც ნაკრებში ვერ მოახერხა თამაში.საბედნიეროდ, ფეხბურთელმა გადალახა ტკივილები და "ატლეტიკთან" შეხვედრისთვის მოსამზადებელ ვარჯიშს შეუდგა.

დიდი ალბათობით, კრიშტიანუმ ბასკებთან დაპირისპირებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში, "რეალის" 58 ოფიციალური დაპირისპირებიდან, რონიმ მხოლოდ 3 გამოტოვა ("დინამოსთან," "აიაქსთან" & "პონფერადინასთან).

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ ვარჯიშს შეუდგა მესუთ იოზილიც.ამ უკანასკნელმა "ღამურებთან" პაექრობა ტრავმით დაასრულა, თუმცა რაც მთავარია, გამოჯანმრთელების პროცესი დაიწყო.

გუნდის დღევანდელ სესიაზე, მოურინიოს განკარგულებაში, ნაკრებიდან დაბრუნებული მოთამაშეებიც გახლდათ.ეს უკანასკნელები, აღდგენითი სამუშაოებით იყვნენ დაკავებულნი.

პირველი შემადგენლობის ბიჭებთან ერთად, ვარჯიშობდა ხოსე როდრიგესიც.

ინფორმაციის წყარო: as.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)