მადრიდისტების სანაკრებო მონაგარი
როგორც იცით, გუშინ, საერთაშორისო ამხანაგური მატჩებში გაიმართა, რომელშიც სამეფო კლუბიდან 8 ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას.
პანამა 1-5 ესპანეთი
"რომელ ფერნანდესის" სახელობის სტადიონზე, საწყისი წუთებიდან, მხოლოდ 1 მადრიდისტა, რაულ ალბიოლი, ჩაერთო საქმეში.ვალენსიელმა მცველმა 90 წუთი გაატარა მოედანზე, რაც შეეხებათ კასილიასსა და რამოსს, ისინი მე-60 წუთზე შემოვიდნენ მწვანე მინდორზე.ანდალუსიელმა მცველმა საჯარიმო დარტყმიდან თავის გამოჩენაც შეძლო.
გაბონი 2-2 პორტუგალია
რონალდუსა და კოენტრაუს გარეშე, ბენტუს შეგირდებმა შედეგიანი ყაიმი გააგორეს აფრიკელებთან.პეპემ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და შესვენებაზე შეცვალეს.
საუდის არაბეთი 0-0 არგენტინა
ანხელ დი მარიამ სრულად იასპარეზა, თუმცა ღირებულის გაკეთება ვერ მოახერხა.გუნდები ნულოვან ფრეზე გაეყარნენ ერთმანეთს.
ბრაზილია 1-1 კოლუმბია
ნიუ ჯერსიში გამართული დაპირისპირება, "სელესაოსთვის" საკმაოდ ნიშანდობლივი გახლდათ.ბრაზილიელებმა ისტორიის განმავლობაში, მე-1000-დ მოირგეს ნაკრების მაისური.კაკა პირველი წუთებიდან აქტიურობდა.გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა არ გაუმართლა.
იტალია U21 1-3 ესპანეთი U21
ნაჩო ფერნანდესმა მოედანზე მხოლოდ 45 წუთი გაატარა.
საფრანგეთი U21 2-1 უკრაინა U21
რაფაელ ვარანი თანაგუნდელებს გამარჯვებაში დაეხმარა.
ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
- 15 ნოემბერი 2012
- 2 279
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.