რონალდუს მონოპილია სრულდება
მოგეხსენებათ, ამჟამინდელი ფორმაციის "რეალში," საჯარიმო დარტყმის დანიშვნის შემთხვევაში, ბურთთან აუცილებლად რონალდუ მიდის.
პორტუგალიელ ფეხბურთელს, მატჩის განმავლობაში რამდენჯერმე უწევს ამგვარ ვითარებაში გასროლა, თუმცა ბოლო დროს, წარმატებაზე საუბარი ზედმეტია.მიმდინარე სეზონში, საჯარიმო დარტყმით, კრიშტიანუს გოლი არ ჩაუთვლია საკუთარ აქტივში.
ისტორიის განმავლობაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც საჯარიმო დარტყმის შესრულება, ერთდროულად, რამდენიმე მადრიდისტას შეეძლო.მაგალითად: ცნობილი "ბუტრეს ხუთეულის" დროს, როდესაც 4 ფეხბურთელს ჰქონდა შესანიშნავი დარტყმა (შუსტერი, სანჩესი, მიჩელი & მარტინ ვასკესი).დიდი კონკურენცია სუფევდა "გალაქტიკოს" ხანაშიც.ალბათ, გახსოვთ, როდესაც საჯარიმოს დანიშვნისას, ბურთთან ისეთი ლეგენდები იკრიბებოდნენ, როგორებიც არიან: კარლოსი, ზიდანი, ფიგუ და ბექემი.
აღნიშნულის პერიოდის დასრულების შემდეგ, "რეალის" მთავარ შემსრულებელად, უესლი სნეიდერი მოგვევლინა.ეს უკანასკნელი დიდი ვერაფრით გამოირჩეოდა ამ კომპონენტში.
რაც შეეხება ბოლო წლებს, საჯარიმო დარტყმებზე მონოპოლია დაამყარა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც ჯერ კიდევ "მანჩესტერში" გამოსვლილსას, ბრწყინვალედ ასრულებდა მათ.აღსანიშნავია, რომ გამადრიდელების შემდეგაც, მისგან არაერთი შთამბეჭდავი შესრულება ვიხილეთ, თუმცა, როგორც ზემოთ ვთქვი, ბოლო დროს, მეგა-ვარსკვლავს აშკარად გასასწორებელი აქვს სამიზნე, თუმცა სანამ ის კვლავ კომპეტენტური გახდება, "რეალში" გამოჩნდნენ ფეხბურთელები, რომლებიც კრიშტიანუს "ბატონობას" ბოლოს მოუღებენ.საუბარია, მესუთ იოზილსა და სერხიო რამოსზე.
გერმანელმა ნახევარმცველმა "ბორუსიასთან" მიითვალა ჯარიმა (რიგით მეორე "რეალის" რიგებში; პირველი სეაგდო 2010 წ. "ატლეტიკოსთან), რისი წყალობითაც გუნდმა უმნიშვნელოვანი ქულა გადაარჩინა, ხოლო რაც შეეხება ესპანელს, მან სანაკრებო ამხანაგურ დაპირისპირებაში გამოიჩინა თავი.ანდალუსიელმა მართლაც ლამაზად გაახვია ბურთი პანამელების კარში.აქვე გეტყვით იმასაც, რომ "სევილიაში" ასპარეზობის ჟამს, სერხიოს კასილიასისთვისაც აქვს გატანილი ჯარიმა, საკმაოდ შორეული დისტანციიდან.პრესაში ამბობენ, რომ ამ დარტყმის შემდეგ მოიხიბლა ფლორენტინო პერესი, მცველის შესაძლებლობებით.
მაშასადამე, რონალდუს კონკურენტები გამოუჩდნენ.
ინფორმაციის წყარო: as.com
- 15 ნოემბერი 2012
- 4 821
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.