ბენზემას 111, იგუაინის 90

რამდენიმე დღი წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში, კარიმ ბენზემამ აღნიშნა, რომ დროის უმეტესი ნაწილის გატარება სათადარიგო სკამზე უხდება.

"ნამდვილად მინდა მეტი სათამაშო დრო.სეზონის დაწყების შემდეგ, სათადარიგოზე უფრო მეტდ როს ვატარებ, ვიდრე მწვანე მინდორზე.მიუხედავად ყველაფრისა, ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას, რათა უფრო მეტი წუთი მერგოს" - ფრანგი ფორვარდის აღნიშნულ განცხადებას, მოურინიომ შემდეგნაირად უპასუხა: "ყოველ შეხვედრაში 90 წუთს ვატარებ სათადარიგო სკამზე."

გამოცემა "მარკამ," ბენზემას მადრიდისეულ სტატისტიკას გადახედა და აღმოჩნდა, რომ წინახაზელს არცთუ ისე საწუწუნოდ აქვს საქმე.მოურინიოს ფორმაციის "რეალში," კარიმმა ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 6943 (111 თამაში) წუთი დაჰყო მოედანზე, ხოლო პიპიტა კი მხოლოდ 5387 (90 თამაში) წუთის განმავლობაში გახლდათ საქმეში (გონსალოზე 1556 წუთით მეტი).

უშუალოდ მიმდინარე სეზონში, 808 წუთი ერგო იგუაინის, ხოლო 684 ფრანგს (განსხვავება არც ისე შთამბეჭდავია).

პრიმერა დივიზიონის მომდევნო ტურში, ბენზემას სასტარტო შემადგენლობაში მოუწევს თამაში, რამეთუ არგენტინელი ჯერ კიდევ ლაზარეთში რჩება.

ინფორმაციის წყარო: marca.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)