არსენ ვენგერმა თვალი მორატას დაადგა
არსენ ვენგერს სურს, რომ ალვარო მორატა საკუტარი გუნდის რიგებში იხილოს, ამის შესახებ ინგლისური ტაბლოიდი Daily Mail-ი იუწყება. თავდამსხმელმა ”მადრიდის რეალთან” კონტრაქტი 2011 წლის ივნისში გაახანგრძლივა და ამჟამად ის ”თეთრების” საკუთრება 2015 წლამდე არის. მისი კონტრაქტის გამოსყიდვის ღირებულება შეადგენს 70 მლნ. ევროს. კონტრაქტის ეს მუხლი არ შეესაბამება იმ ანაზღაურებას, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ღებულობს წელიწადში მიახლოებით მილიონი ევროს ოდენობით.
მორატას მიმართ ინტერესი ბოლო შეხვედრის შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ”ლევანტესთან” შეხვედრაში, რომელსაც ”თეთრები” ჯერ იგებდნენ, ხოლო შემდეგ ფრედფ თამაშობდნენ, სწორედ მორატას გოლმა მოუტანა სამი ქულა. მორატა თავისთავად არც კი ფიქრობს სხვაგან გადასვლაზე.
- 14 ნოემბერი 2012
- 1 605
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.