ირაოლა ”მადრიდის რეალზე”
”მინდა ვთქვა, რომ ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გაძვებების რაოდენობა ნორმას აჭარბებს, მაგრამ ამას მხოლოდ მსაჯებს როდი ვაბრალებ, არ მაქ ეჭვი, რომ მსაჯებს მხოლოდ და მხოლოდ კარგი სურთ. მე იმედი მაქვს, რომ რონალდუს ყველაფერი კარგად ექნება.”-განცხადა ირაოლამ პრესკონფერენციაზე.
”მე დარწმუნებული ვარ, რომ ”მადრიდის რეალი” თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებს. ამ კვირას ვერ იტყვი, რომ ისინი დაზარალდებიან ეროვნული ნაკრებების გამო, ვინაიდან რამოდენიმე ფეხბურთელი არ წასულა შეკრებაზე და ჩვენ შემთხვევაში კი ერონულ ნაკრებში ოტხი ფეხბურთელი მიდის.”
”ატლეტიკის” კანტერანომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ”ბლანკოსები” ცუდ შეხვედრებშიც ახერხებენ გამარჯვების მოპოვებას. ”მათ შეუძლიათ მოგება, მიუხედავად იმისა, ატარებენ თუ არა კარგ შეხვედრას. ”სარაგოსას” წინააღმდეგ ისინი საუკეთესოდ არ თამაშობდნენ, მაგრამ სამი ქულა მაინც აიღეს. ეს ერთ-ერთი ისეთი კლუბია, რომელიც გსჯიან მინიმალური შეცდომის გამო. აუცილებელია, რომ ყოველთვის კონცენტრირებული იყო, ვინაიდან თუ ისინი გაიტანენ, ეს მხოლოდ მათი დამსახურებაა და არა სხვისი შეცდომის. ვეცდებით გავაკეთოთ ისე, რომ მათ არც თუ ისე კარგი შეხვედრა ჩაატარონ”
”ჩვენ ისევე მოვიქცევით, როგორც სხვა კლუბებთან. როცა სხვა გუნდის წინაარმდეგ თამაშობ , ისინი იყენებენ ყველა მეთოდს, თვით საკმაოდ კრიტიკულებსაც, მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან დიდი ზეგავლენა არ აქვს თამაშზე. ვიცი, რომ მსაჯები ასეთ შეხვედრებში უფრო ყურადღებიანები არიან, მაგრამ მათი შეცდომები უფრო ღირებულია და მათ უფრო მეტი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ შედეგზე.”
- 13 ნოემბერი 2012
- 1 723
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.