ალკორონში სამეფო კლუბს ელიან
მთელი ალკორონი ელის მადრიდის "რეალის" ჩასვლას მათ ქალაქში, სადაც გაიმართება მატჩი "თეთრები" V.S "ალკორონი", ეს იქნება კოპა დელ რეის პირველი შეხვედრა.
ალკორონის მოედანი სულ რაღაც 3000 მაყურებელს იტევს. ასეთი მცირე ადგილებია ამ სტადიოზე და ბილეთებიც უკვე ბოლომდე გაყიდულია, რადგანაც მათ ქალაქში მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ჩადის და ბუნებრივია ფეხბურთის მოყვარულების ასეთი დიდი ინტერესი ამ მატჩისთვის. ამ პატარა ქალაქის , პატარა კლუბს იმედი აქვს, რომ დაიწყებს ისტორიის შექმნას სწორედ მადრიდულ გრანდთან კარგი თამაშით. მაყურებლის დასწრების მიხედვით მოიხსნება რეკორდი.
ალკორონის ადმინისტრაციამ "ბლაკოსის" მესვეურებისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის გამოყო ბილეთები, როგორც ცნობილია 20–ამდე "სანჩისების" ფანი დაესწრება ამ მატჩს.
ბოლო ტურში ალკორონმა წააგო "რასინგ" "ბ"_თან და ჩამოქვეითდა კიდევ ერთი ადგილით დაბლა. ეს ფაქტიც მატებს მოტივაციას "თეთრების" მეტოქეებს. იმედია კარგი შეხვედრა შედგება.
ავტორი: Kevlisha
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 26 ოქტომბერი 2009
- 1 870
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.