მორატა: "ადრე თუ გვიან, ეს გოლი უნდა გამეტანა"

"სიუდად დე ვალენსიაზე" გამართულ დაპირისპირებაში, ახალგაზრდა ალვარო მორატა, მადრიდელების მხსნელად მოგვევლინა.ესპანელმა ჟურნალისტებმა "კასტილია" - "რეკრეატივოს" მატჩზე გამოიჭირეს კანტერანოსი და რამდენიმე კითხვა დაუსვეს მას.

- როგორ გრძნობთ თავს?
- ადრე თუ გვიან, ეს გოლი უნდა გამეტანა.მადრიდში ბავშვობიდანვე გვასწავლიან ბოლომდე ბრძოლას.

- გატანილი გოლის შემდეგ, პირველად რა აზრი მოგივიდა?
- ის, რომ ვთამაშობ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, რომელსაც ასევე საუკეთესო დამრიგებელი წვრთნის.ვიღებ ყველა რეკომენდაციასა და დარიგებას და ვცდილობ, გავხდე საუკეთესო.მადლობა ყველას, ვინ ჩვენს კლუბში მუშაობს.

- ვის მიუძღვენით გოლი?
- მეგობარს, რომელიც ახლა ავადაა.ამასთანავე, მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელებსა და თანაგუნდელებს იმ დამოკიდებულებისათვის, რაც ჩემს მიმართ გააჩნიათ.საჭიროა მუშაობა, რათა გავიზარდო.

- ამ გოლამდე დიდი გზა განვლეთ?
- რამდენჯერმე ახლოს ვიყავი საოცნებო გოლამდე, მაგრამ მხოლოდამხოლოდ "ლევანტეს" წინააღმდეგ მოვახერხე.

- რა გითხრათ მოურინიომ?
- თამაშის დასრულებისთანავე, მოურინიო მომილოცა.მას უნდოდა რომ, სიღრმეში მეთამაშა და თითოეულ ბურთზე უშეღავათოდ მებრძოლა.მსგავს პირობებში გამოსვლა რთულია, თუმცა მოპოვებული ქულები ნიშანდობლივი.

- დადგა დრო, გუნდში შეცვალოთ თქვენი როლი?
- რიგითი თამაში იყო, რომელშიც გამიმართლა და გავიტანე.ძველებურად გავაგრძელებთ მუშაობას.

ინფორმაციის წყარო: realmadrid.ru

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ფერანი 2
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (33)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)