ინიესტა: „მეგობრობა პეპესთან? რატომაც არა?“
ანდრეს ინიესტას კომენტარი
ანდრეს ინიესტამ გამოთქვა საკუთარი აზრი ესპანეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ის შეეხო რამდენიმე საინტერესო თემას, მათ შორის რონალდოსა და პეპეზეც გააკეთა კომენტარი.
პირველ რიგში ინიესტა საუბრობს რონალდოს და ნავაროს ინციდენტზე: „მე არ მინახავს ის მოძრაობა, როცა კრისტიანომ მიიღო ტრამვა. მე ვიყავი სახლში ჩემს ქალიშვილთან ერთად, მაგრამ ის ალბათ სერიოზულად დაშავდა, თუკი ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება.“
ამის შემდეგ ინიესტა საინტერესო და მოულოდნელ სიტყვებს ამბობს პეპესთან დაკავშირებით, მითუმეტეს რომ მათ შორის შელაპარაკება მოხდა ბოლო „ელ კლასიკოზე“: „მეგობრობა პეპესთან? რატომაც არა? ის იყო კონკრეტული დრო, როცა მასზე ის ვთქვი რასაც ვფიქრობდი, ეს იყო და ეს.“ (ეს იშვიათი მოვლენაა, როცა პეპეზე ვინმე ცუდს არ ამბობს, ბოლო დროს ყველა მის წინააღმდეგაა... ავტ.)
და ბოლოს რა თქმა უნდა მესიზე: „ის უნიკალურია, მას შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. სწორედ ამიტომაც ხსნის ის ყველა რეკორდს. იგი ანიჭებს ბარსას ქომაგებს უდიდეს სიხარულს.“
წყარო: marca.com
- 12 ნოემბერი 2012
- 3 756
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.