ზიდანმა "რეალს" სეკუ კეიტას შეძენა ურჩია
ზინედინ ზიდანმა "რეალის" ხელმძღვანელობას "ტრუას" ნახევარმცველ სეკუ კეიტას შეძენა ურჩია, რომლითაც უკვე დაინტერესებულია "არსენალი" და "მილანი".
ფრანგმა ლეგენდამ, რომელიც უკვე ფლორენტინო პერესის მრჩეველია, "სამეფო კლუბს" ურჩია შეიძინოს 17 წლის "ტრუას" ნახევარმცველი.
კეიტას აკავშირებდნენ ლონდონის "არსენალთან" მას შემდეგ, რაც არსენ ვენგერი მოიხიბლა მისი ტალანტით.
ეს ფეხბურთელი თამაშობს საფრანგეთის მესამე დივიზიონში, მაგრამ მისით ევროპული გრანდები ინტერესდებიან. ამ ტალანტზე დიდი მოთხვოვნილებაა.
ჯერ-ჯერობით ოფიციალური წინადადება არავის გაუკეთებია, მაგრამ Goal.com-ის ცნობით კეიტამ შეიძლება შეავსოს "არსენალის", "მილანის", "ინტერის" ან "რეალის" რიგები.
სეკუ კეიტამ უკვე მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა და თამაშობს საფრანგეთის 18 წლამდელთა ნაკრებში. მისი კონტრაქტი გათვლილია 2012 წლამდე.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 26 ოქტომბერი 2009
- 2 035
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.