ნავარომ რონალდუ გაიმეტა

"ლევანტესა" და "რეალის" დაპირისპირება ცუდად დაიწყო პორტუგალიელი ფეხბურთელისათვის.

შეხვედრის მესამე წუთზე, ვალენსიელმა დავიდ ნავარომ, იდაყვის საშუალებით (ალბათ, უფრო გაუფრთხილებლად, ვიდრე განზრახ) საკმაოდ მძიმე დარტყმა მიაყენა რონალდუს, მარცხენა წარბის არეში.ინციდენტის შედეგად, მადრიდისტას წარბი გაუსკდა, რამაც სისხლდენა გამოიწვია.რა თქმა უნდა, აღნიშნულთან ერთად, ფეხბურთელმა ძლიერი ტკივილი იგრძნო.

სამეფო კლუბის სამედიცინო შტაბმა, მყისვე აღმოუჩინა დახმარება გოლეადორს და რამდენიმე წუთში რონიმაც შეძლო თამაშის გაგრძელება.მიუხედავად იმისა, რომ არაკომფორტულად გრძნობდა თავს მწვანე მინდორზე, რომელიც დატბორილი იყო, პირველი ტაიმის ბოლომდე ჩატარება მოახერხა და მეტიც, გოლით გამოიჩინა თავი.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზული შეიძლება აღმოჩნდეს მიღებული დაზიანება.ყველაფერს სამედიცინო შემოწმება გამოავლენს.

ინფორმაციის წყარო: marca.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (90)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)