დუდეკს კოპა დელ რეიზე წარმატების მიღწევა უნდა
იერჟი დუდეკმა კარგად იცის, რომ ამ სეზონში ძალიან ცოტა თამაშის ჩატარება მოუწევს და კოპა დელ რეიზე წარმატების მიღწევა სურს, რადგან იქ შესაძლებელია მიეცეს თამაშის საშუალება.
"უკვე მესამე სეზონია, რაც მადრიდის "რეალში" ვიმყოფები. ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირადად ჩემთვის კოპა დელ რეი გახლდათ, რადგან მხოლოდ ამ ტურნირზე მეძლეოდა თავის წარმოჩენის საშუალება და იმედი მაქვს ახლაც ასე მოხდება. მაქსიმუმს გავაკეთებ, თუ მომეცა მინიმალური შანსიც..."
"ყველა ტურნირი განსხვავებული და თავისებურად შინაარსობრივია. იმედი მაქვს რომელიმე მათგანს მოვიგებთ ამ სეზონში. სამეფო კლუბს საკმაო ხანია ტიტული არ მოუპოვებია, ეს არც წელს იქნება ადვილი, მაგრამ ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვყავს და ყველაფერი შეგვიძლია. გუნდმა შეიძლება ხუთი შეხვედრა წააგოს ლა ლიგაში და მაინც გახდეს ჩემპიონი, მაგრამ კოპა დელ რეიზე შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს."
"ჯერ–ჯერობით არც თუ ისე კარგად გამოიყურება "ბლანკოსი", მაგრამ აბსოლიტურად ყველამ იცის თუ რა შეუძლია გალაქტიკოსს..."
ავტორი: Kevlisha
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 26 ოქტომბერი 2009
- 1 659
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.