რელანო : "არამგონია რეალს დანაკლისები შეეტყოს"
ესპანელმა ექსპერტმა ალფრედო რელანომ, სამეფო კლუბში არსებულ ვითარებასა და ტრავმიანობაზე ისაუბრა, რომელიც გუნდს ამ ბოლო დროს დაატყდა თავს...
"მართლაც სამწუხაროა, რომ რეალს ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს ლაზარეთში გაგზავნილი, მე პირადად ყველაზე რთულად მარსელოს ტრავმას მივიღებდი, ბრაზილიელის მოედანზე არ ყოფნა "ბლანკოსს" სერიოზულ პრობლემებს უქმნის. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა მოთამაშე დაცვაში საკმაოდ ეფექტურია, იგი ბრწყინვალე კომბინაციებს ათამაშებს კრიშტიანო რონალდოსთან და სახიფათო იერიშებს ქმნის."
"ჟოზე მოურინიოს აშკარად მოუწევს გარკვეული გადაადგილებები, მითუმეტეს წინა ხაზში, რადგან მას გონსალო იგუაინი და კარიმ ბენზემა გამოაკლდა, მაგრამ არამგონია დედაქალაქურ კლუბს ლევანტესთან რამე შეეტყოს. ლევანტეს მიმართ უდიდესი პატივისცემისა მაინც შემიძლია განვაცხადო, რომ ვალენსიურ კლუბს "ბლანკოსთან" შანსი არ აქვს, რადგან დედაქალაქელთა პატარა წაბორძიკებაც კი ჩემპიონობის დაკარგვის მიმანიშნებელი იქნება."
"მომდევნო დაპირისპირებაში ყველაზე მნიშვნელოვანი შუა რგოლის თამაში იქნება, სწორედ მობილურმა ნახევარდაცვამ უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი, თამაში მოედნის ცენტრში არ უნდა მოკვდეს, რადგან ორივე კოლექტივი გახსნილი ფეხბურთის მიმდევარია, ნახევარმცველთა აქტიურობა კი ბევრ შეტევას წარმოქმნის."
"არ ვიცი ვის დააყენებს მოურინიო ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის ყველაზე ნაკლები შანსი კრიშტიანო რონალდო უნდა ჰქონდეს, რადგან მან ფლანგი უნდა გაამაგროს, მითუმეტეს მარსელო არ არის და კრიშტიანოს პოზიციის შეცვლის შემთხვევაში გუნდის მარცხენა ფრთა ეფექტურობას თითქმის თავიდან ბოლომდე დაკარგავს."
"ბორუსიასთან დაპირისპირებაში ხოსე კალეხონმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, მას ნამდვილად ეტყობოდა, რომ ცენტრ ფორვარდად თამაში შეუძლია და ამაში ის ამრწმუნებს, რომ ესპანელს ყუმბარისებული დარტყმა აქვს. ვფიქრობ, ხოსეს დაყენება წინა ხაზში უპრიანი იქნებოდა, ასევე შეიძლება ვიფიქროთ ალვარო მორატას კანდიდატურაზე, რომელიც ძალ-ღონით და ჟინით აღსავსე გახლავთ, ახალგაზრდა კანტერანოს შანსი თუ მიეცა, იგი აუცილებლად გამოიყენებს მას, რადგან მთავარი მწვრთნელისთვის ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი."
- 9 ნოემბერი 2012
- 1 909
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.