დენისი: "დიდი პატივია ნაკრებში გამოძახება"
რუსეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ფაბიო კაპელომ, კასტილიელი დენის ჩერიშევი, ამერიკასთან ამხანაგური თამაშის, 26 კაციან განაცხადში შეიყვანა."რეალის" ოფიციალურ საიტთან მიცემულ ინტერვიუში, ახალგაზრდა შემტევი სიხარულს ვერ მალავდა.
"უდიდესი პატივია, ისეთი მწვრთნელის განკარგულებაში ყოფნა, როგორიც კაპელოა.სიმართლე გითხრათ, გამოძახებას არ მოველოდი.განსაკუთრებით აღელვებული ვარ და ვიმევონებ, დებიუტი მექნება."
"დიდი მადლობა კასტილიელ თანაგუნდელებსა და ტორილს.მათი როლი ძალიან დიდია ამ ყველაფერში."
"21 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, 4-3-3 ტაქტიკით ვთამაშობდით.არვიცი, ეროვნული გუნდის თავკაცი, რომელ პოზიციაზე ხედავს ჩემს თავს, მაგრამ სადაც არ უნდა დამაყენონ, ვეცდები ბოლომდე დახარჯვასა და შანსის გამოყენებას.თანაგუნდელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს არ ვიცნობ, თუმცა მოულოდნელად ველოდები მათთან შეხვედრას."
ნაკრების გამოძახების გამო, დენისს სეგუნდას თამაშის გამოტოვება მოუხდება: "ჩვენთან ყველამ კარგად იცის, რა უნდა აკეთოს მოედანზე.დარწმუნებული ვარ, ბიჭები კარგად ითამაშებენ."
ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
- 9 ნოემბერი 2012
- 1 363
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.