კრისტიანო რონალდო მადრიდის "იმედი"

ეს სტატია გახლავთ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელზე, რომელიც ყველგან ლიდერი გახლდათ, სადაც კი ოდესმე უასპარეზია... პატარა ბავშმაც კი იცის თუ რას წარმოადგენს კრისტიანო რონალდო.

პორტუგალიელი ვარსკვლავი დაიბადა 1985 წლის 5 თებერვალს, ქალაქ "ფურშალში". ფეხბურთის მარგალიტმა, კარიერა დაიწყო "ანდორიაში", სადაც მისი მამა მუშაობდა. პატარა რონალდო ყველას აკვირვებდა საკუთარი გასაკუთრებულობით, იგი ყველა პორტუგალიელი ნიჭიერი ბავშვისგან განსხვავდებოდა, მას გააჩნდა ისეთი დიდი ღვთისგან ბოძებული ნიჭი, რომელიც უამრავი ახლანდელი ფეხბურთის ვარსკვლავისთვისაც კი უცხოა. 1995 წელს ნიჭიერი ფეხბურთელი "ნასიონალმა" შეიძინა, ამ პორტუგალიურ კლუბში დიდხანს არ გაჩერებულა. შეუძლებელი იყო იქ დარჩენა, მას შემდეგ, რაც მისით პორტუგალიური გრანდი, ლისაბონის "სპორტინგი" დაინტერესდა. 13 წლის ასაკში კრისტიანო უკვე "სპორტინგის" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. აი 16 წლის ასაკში კი უკვე ძირითად გუნდში ამოყო თავი... მისი არსეობის შესახებ უამრავმა ევროპულმა გრანდმა ბევრი არაფერი იცოდა, იქამდე, სანამ იგი "მანჩესტერის" მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა არ აღმოაჩინა. ინგლისურ გრანდს თამაში ჰქონდა გასამართი ლისაბონის "სპორტინგთან", იმ მატჩს კი ბევრი ინგლისელი ფეხბურთელი სერიოზულობით არ ეკიდებოდა, სანამ არ ნახეს, თუ რა გაწამაწიაში ჩააგდო რონალდომ "მან–იუს" მცველები... სწორედ გარი ნევილმა და როი კინმა შესთავაზეს სერ ალექსს მისი ინგლისში გადაყვანა...

აი ამ მომენტიდან იწყება უკვე მისი აღმავლობის ხანა. პორტუგალიელი ფეხბურთელი 12 მილონად შეიძინეს. რონალდოს იმედი ჰქონდა ყველას, დაწყებული ფერგიუსონიდან და დამთავრებული "მანჩესტერის" პრეზიდენტით. დრო და დრო კრისტიანო იმკვიდრებდა ადგილს ინგლისურ გრანდში, მან ისე შეაყვარა გულშემატკივრებს თავი, რომ ბევრი მის გამო ყველანაირ სისულელეს სჩადიოდა. ყველა ხვდებოდა რომ მისგან მსოფლიო ვარსკვლავი შეიქნებოდა და სწორედ მაშინ წამოაყენა პირველი წინადადება ჟერარ ულიემ, რომელმაც დიდი ფული შესთავაზა კრისტიანოში "იუნაიტედს", მაგრამ ამის გაფიქრებაც არ უნდოდა ფერგის.
კრისტიანო რონალდო მადრიდის "იმედი"
რონალდო იმდენად განვითარდა და ისეთი საქმეები გააკეთა, რომ ნამდვილად ცოდვა იქნებოდა ამ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგა რომ არ მოეგო. სწორედ მისმა შესანიშნავმა თამაშმა განაპირობა "მანჩესტერის" აღმავლობა და უდიდესი წარმატებები. იგი 2008 წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ბომბარდირიც გახდა, ეს რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო, მისი შესანიშნავი ფორმიდან გამომდინარე, მას ყველაფერი გამოსდიოდა, რონალდოს გარეშე წარმოუდგენელი ხდებოდა ლამაზი თამაშის ყურება, იგი ფეხბურთის მარგალიტი გახლდათ.
კრისტიანო რონალდო მადრიდის "იმედი"
ლიგის სეზონი დამთავრდა... დადგა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მის საფეხბურთო კარიერაში, იგი შეიძლებოდა გამხდარიყო პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი. ამის მოლოდინში იყო მთელი საფეხბურთო სამყარო, მის წარმატებაში ეჭვი არავის ეპარებოდა და რომც არ გამხდარიყო საუკთესო იგი მაინც საუკეთესოთა შორის საუკეთესო დარჩებოდა.
კრისტიანო რონალდო მადრიდის "იმედი"
პორტუგალიელ ვინგერზე დაინტერესებას არ მალავდა მადრიდის "რეალი", სანჩისები ძალიან ცდილობდნენ მის გადმობირებას, მაგრამ არაფერი არ გამოსდიოდათ... მისტერ ფერგი მას არავითარ შემთხვევაში არ თმობდა, ფაქტიურად კბილებით იჭერდა. იმჟამინდელმა "თეთრების" პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა ბევრჯერ სცადა რონალდოსთან დალაპარაკება, მასთან მორიგება, მაგრამ უშედეგოდ...
კრისტიანო რონალდო მადრიდის "იმედი"
ყველაფერი ასე დასრულდებოდა, მანამ სანამ ასპარესზე ფლორენტინო პერესი არ გამოჩნდა... დონ ფლორენტინომ ამ დრომდე უშედეგო მოლაპარაკებები აწარმოა ჯერ "მილანთან" და საკმაოდ წარმატებითაც, მან ხომ იტალიური კლუბის სული და გული კაკა გადმოიბირა, რიკის არ სურდა სერია "ა"- ს დატოვება, მაგრამ პერესი, რის პერესია თუ რაიმე ვერ შეძლო... ამ ტრანსფერის შემდგომ იგი ისევ და ისევ მიადგა "მანჩესტერს", ბოლოს და ბოლოს შეიძინა რონალდო და ამდენი ხნის მოლოდინი აუსრულა მადრიდელ ქომაგებს.
კრისტიანო რონალდო მადრიდის "იმედი"
რონალდო:"მე ყოველთვის მსურდა მადრიდში თამაში.. "რეალი" ყველა ფეხბურთელის ოცნებაა და ამას არც არასდროს ვმალავდი, თუმცა რატომ უნდა დამემალა?! ეს ხომ საფეხბურთო კარიერის პიკია ნებისმიერი მოთამაშისათვის."

კრისტიანო "რეალშიც" ლიდერად წარმოგვიდგა, მან შესანიშნავად დაიწყო თამაში სამეფო კლუბში, სანამ ტრავმებმა არ აიძულეს მოედნის დატოვება... მადრიდელმა ფიზიოთერაპეტებმა ერთ თვიანი დასვენება (მიუსაჯეს) რონალდოს, ეს უდიდესი დარტყმა იყო პორტუგალიელი ვარსკვლავისათვის. ტრავმა ხომ ყველა ფეხბურთელისათვის მტკივნეულია, მაგრამ განსკაუთრებით იმ მოთამაშსთვის, რომელიც ყველას უყვარს და ვისი იმედიც აქვთ.

ამდენი წარმატების შემდეგ ჯერი "თეთრებზეა", სწრედ აქ უნდა აენთოს და დაიმუხტოს ყველაზე ძლიერად რონალდოს ვარსკვლავი, იგი ხომ მსოფლიოს უდიდეს კლუბშია... ამ წარუმატებლობის შემდგომ, ტრავმას ვგულსიხმობ... უდიდესი მოლოდინით ვართ გამსჭვალულნი, ყველა "რეალის" გულშემატკივარი, ერთი სული გვაქვს დაგვიბრუნდეს ჩვენი ახალი იმედი.

P.S იმედი მაქვს მოგეწონათ სტატია! ძალიან გთხოვთ ყველამ წაიკითხოთ ბოლომდე და შემიფასოთ ნაშრომი.

  • kevlisha
  • 26 ოქტომბერი 2009
  • 8 734
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)