კალეხონ, კალეხონ, კალეხონ
"რეალი" - "ბორუსიას" დაპირისპირის მეორე ტაიმის დაწყებამდე, მწვანე მინდორზე 21-ე ნომერი გამოჩნდა.
ხოსე მარია კალეხონმა, ტრავმირებული იგუაინი შეცვალა.კანტერანოს შანსი მიეცა, საპასუხისმგებლობა პაექრობაში თავის გამოჩენისა.რომ არა არგენტინელის დაშავება, დიდი ალბათობით, მადრიდისტას 1 წუთიც არ ერგებოდა გერმანელების წინააღმდეგ, მაგრამ ყველაფერი მისდა სასიკეთოდ განვითარდა.
პირადად მე იმ აზრზე ვარ, რომ კონკრეტულად სამეფო კლუბის აკადემიის აღზრდილები საქმეში უნდა ერთვებოდნენ, არა გადაუდებელ სიტუაციებში, ან როდესაც ტაბლოზე გამანადგურებელი ანაგრიშით ვამარცხებთ მეტოქეს, არამედ მაშინ, როდესაც გუნდს უჭირს.არვიცი შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ ხოსეს გამოჩენით, "რეალის" ფეხბურთელებში სხვა სისხლის გადასხმა მოხდა, რისი წყალობითაც მივიღეთ სურათი, რომ მოურინიოს შეგირდებმა მეორე ტაიმი გაცილებით უკეთესად ჩაატარეს, ვიდრე პირველი.ამით იმის თქმა მინდა, რომ მოთამაშეს, რომელიც ბავშვობიდანვე "რეალით" სუნთქავს, გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია და გაცილებით მეტი მონდომება შეიმჩნევა მასში.თითოეულ კანტერანოს გააზრებული აქვს სად თამაშობს და სწორედ ამავეს თქმა შეიძლება კალეხონზეც.ნამდვილად არ მახსოვს თამაში, სადაც ნახსენები ფეხბურთელი ბოლომდე არ დახარჯულა.შეიძლება მიზანს ბევრ შემთხვევაში ვერ მიაღწია, მაგრამ ყველგან და ყოველთვის, სისხლის ბოლო წვეთამდე ცდილობს, ღირსეული კლუბის ღირსეულად წარმოჩენას.
ისევ დავუბრუნდები განვლილ შეხვედრას, ენთუზიაზმით აღსავსე კალეხონმა, მყისვე მოძებნა თავისი ადგილი მოედანზე.დამრიგებლის გადაწყვეტილებით, მისთვის უჩვეულო პოზიციაზე მოუწია თამაში.ბევრს გვეგონა, რომ ვერ გაართმევდა თავს, თუმცა პირიქით, ისე აქტიურად გამოიყურებოდა, იგუანსაც და ბენზემასაც კი შეშურდებოდათ.გულდასაწყვეტია, 48-ე წუთზე გატანილი გოლი რომ არ ჩაუთვალეს კალეს.არადა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი შედეგი დაფიქსირდებოდა საბოლოოდ, აღნიშნული ეპიზოდი მადრიდიზმის ზეიმათ შეირაცხებოდა.თითოეული ჩვენგანი ვიამაყებდით იმით, რომ "რეალს" მხსნელად მოევლინა ბიჭი, რომლის ჩამოყალიბებაშიც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.ვფიქრობ, არანაკლები ემოცია გვექნებოდა, ვიდრე შარშარნ გამოვხატეთ, როდესაც ასევე შეცვლაზე შემოსულმა ხოსემ მალიორკადან 3 ქულა წამოგვაღებინა.სამწუხაროდ, მსაჯმა ზეიმი ჩაგვიშალა, თუმცა არაუშავს.საბოლოო ჯამში, კმაყოფილი და ბედნიეირ ვარ კანტერანოს გამოსვლით.კარგ თამაშთან ერთად, თანაგუნდელებსაც გადადო ის მუხტი, რომელიც "ბლანკოსს" 1902 წლიდან მოსდევს.
სტატიის ბოლოს მინდა გაგაცნოთ, კალეხონის სტატისტიკას: შარშანდელ სეზონში, 1314 წუთი გაატარა მოედანზე და 13-ჯერ გამოიჩინა თავი (საშუალოდ გოლი ყოველ 101 წუთში).წლეულს, ხოსეს იშვიათად ვხედავთ საქმეში."ბერნაბეუს" თასზე, დუბლის გაფორმება მოახერხა.მოურინიოს ფორმაციის "რეალში" მე-17 მოთამაშეა, რომელმაც ყველაზე მეტჯერ მიიღო მონაწილეობა პრიმერას მატჩებში, ხოლო მე-15, ჩემპიონთა ლიგის მატჩებში.
ამგვარად, მინდოდა გადმომეცა ის განცდა, რაც თითოეული კანტერანოს გამოჩენის შემდეგ მეუფლება.ხშირად მიეცეს შანსი ხოსეს და იმედგაცრუებულს არ დატოვებს არც მწვრთნელსა და არც ქომაგებს.ის ძალიან უყვართ "ბერნაბეუზე," სადაც "რონალდო რონალდოს," ან "იოზილი იოზილის" სიმღერა შეიძლება იშვიათად მოისმინოთ, მაგრამ "კალეხონ, კალეხონ, კალეხონ"-ს ყოველთვის გაიგებთ!!!
- 8 ნოემბერი 2012
- 3 320
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.