რონი: "ჩემი იმიჯის გამო, ბევრი ფიქრობს, რომ მესი მჯობია"
CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, კრიშტიანუ რონალდუმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
პორტუგალიელი მეგა-ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ ნეგატიური იმიჯი, რომელიც მას ხალხში აქვს შექმნილი, შესაძლებელია რამდენიმე ჯილდოსთვის პაექრობაში, ძვირადაც დაუჯდეს: "არ მინდა აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ვიტირო, მაგრამ რაც ვთქვი სრული სიმართლეა.ეს ისეთი კითხვაა, რომელზეც 100 პროცენტიანი პასუხი არასოდეს მაქვს.არ ვფიქრობ, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, შეცვალონ ჩემი პიროვნება.ალბათ, ზოგჯერ ვეთანხმები ჩემს ცუდ იმიჯს მოედანზე, რამეთუ საკმაოდ სერიოზული ვარ."
კრიშტიანუ ამბობს, რომ მისი ნეგატიური იმიჯი პრესის შექმნილია და ის სრულიად განსხვავებული ადამიანი, ვიდრე ახასიათებენ: "ჩემს შეცდომებზე ვსწავლობ ცხოვრებას.იცით, რომ ხშირად ჟურნალისტების მსხვერპლი ვხვდები, რამეთუ მათ არ იციან რეალური კრიშტიანუს სახე."
"ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ სასტიკად ვერ ვიტან წაგებას, მაგრამ ცხოვრება ამის გარეშე წარმოუდგენელია.ეს მე ვარ."
ინტერვიუ ბოლოს, კრიშტიანუ აცხადებს, რომ ის არარის ამპარტავანი:"კონკურენტუნარიანი ადამიანი ვარ და ხშირად აღნიშნულ თვისებას არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ, რაც ჩემთვის მტკივნეულია, თუმცა ასეთ გარემოში მიხდება ყოფა.ადამიანები, რომლებიც ამპარტავანს მეძახიან, მათი უმეტესი ნაწილით ვინტერესდები.ერთ მშვენიერ დღეს, ვაპირებ მათთან შეხვედრასა და საუბარს.მინდა გავიგო, რაში ხედავენ ჩემს ქედმაღლობას.ვგონებ, მხოლოდ ამ გზით შესაძლებელია მათთვის აზრის შეცვლა."
ინფორმაციის წყარო: as.com
- 8 ნოემბერი 2012
- 4 152
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.