რონალდუ "ცხრიანს" მოირგებს
სამეფო კლუბის ლაზარეთი, დაცარიელების ნაცვლად, ივსება.
გასულ კვირას, ტრავმირებულ ფეხბურთელებს შუერთდნენ: კარიმ ბენზემა და გონსალო იგუაინი.აქედან გამომდინარე, მოურინიო ცენტრალური ფორვარდის გარეშეა დარჩენილი.უახლოს დაპირისპირებაში, "ლევანტესთან," "ცხრიანის" ამპლუის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად, კრიშტიანუ რონალდუ მოიაზრება.
"გათეთრების" შემდეგ, პორტუგალიელმა მწვრთნელის დირექტივით, ორჯერ მოსინჯა ძალები აღნიშნულ პოზიციაზე, თუმცა უშედეგოდ.პირველად, ლიგის ფლეი-ოფის შეხვედრაში ("ბარსელონასთან") მოუწია კრიშტიანუს ცენტრალურ თავდამსხმელად ასპარეზობა.მისი გამოსვლა საკმაოდ უღიმღამო გახლდათ, რაც პაექრობის შემდეგ აღნიშნა კიდეც: "ამ პოზიციაზე თამაში არ მომწონს, მაგრამ ვეცდები ადაპტაცია გავაირო, რამეთუ კლუბს აქ ვჭირდები."წარუმატებელი გამოდგა მეორე თამაშიც "ცხრიანის" რანგში.მაშინ, მადრიდისტებმა 2-3 წააგეს "სარაგოსასთან."
მიუხედავად უიღბლო თამაშისა, მოურინიო კვირის ორთაბრძოლაში სწორედ მის გამოყენებას გეგმავს.რაც შეეხება ალვარო მორატას, ახალგაზრდა სათადარიგო სკამზე გამოჩნდება და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება თამაშში.
სავარაუდოდ, მარცხენა ფრთას, სადაც კრიშტიანუ თამაშობს, კალეხონი ჩაიბარებს.
ინფორმაციის წყარო: as.com
- 8 ნოემბერი 2012
- 4 692
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.