2011-12 vs 2012-13
მაშ ასე, გთავაზობთ მხოლოდ სეზონის სტარტის სტატისტიკას. ისევე როგორც შარშან, წელსაც, ამ დროისთვის მადრიდის "რეალს" 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული. აქედან მადრიდელებმა 10-ში გამარჯვება იზეიმეს, 3-ში დამარცხდნენ, ხოლო 4 შეხვედრა ფრედ დაასრულეს, მაშინ, როცა 2011-12 წლების სეზონის სტარტზე იმავე რაოდენობის მატჩებში მადრიდელთა ბალანსი 13 მოგება, 2 ფრე და 2 წაგება გახლდათ.
რაც შეეხება ბურთების შეფარდებას, შარშან "მერენგებმა" 17 შეხვედრაში 53 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 2 მიიღეს საკუთარ კარში. წელს კი მხოლოდ 43 გაიტანეს და 19 გაუშვეს. აგრეთვეაღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, წინა სეზონში "ბლანკოსს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 4-დან 4 შეხვედრა ჰქონდა მოგებული თან ისე, რომ გოლიც არ ჰქონდა გაშვებული, ახლა კი თავადაც იცით "ბორუსიასთან" ორი წარუმატებელი თამაშის შემდეგ თუ რაოდენ რთულ სიტუაციაში ჩაიგდო თავი.
რაც შეეხება "ლა ლიგის" სატურნირო მდგომარეობას, ზუსტად ერთი წლის "რეალი" "პრიმერას" ერთპიროვნული ლიდერი იყო, მას ერთი ქულით "ბარსელონა" ჩამორჩებოდა. ახლა კი მოვლენები რადიკალურად განსხვავებული გახლავთ. ჟოზე მოურინიოს შეგირდები კატალონიელებს 8 ქულით ჩაორჩებიან, ის კი არა, საერთოდაც მესამე ადგილს იკავებენ. როგორც ხედავთ, გასული სეზონის შემდგომ გუნდში აშკარა რეგრესი აღინიშნება...
- 8 ნოემბერი 2012
- 2 319
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.