კოენტრაომ ვარჯიში განაახლა
მადრიდისტებმა "ლევანტესთან" გასამართი მატჩისთვის მზადება დაიწყეს...
ტრადიციულად, ჟოზე მოურინიომ ფეხბურთელები ორ ნაწილად გაჰყო, პირველ მათგანში ის მოთამაშეები შეიყვანა, რომელთაც "ბორუსიასთან" შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, ცხადია, მათ ნაკლები დატვირთვით ივარჯიშეს. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, მასში ჟოზემ დანარჩენი მოთამაშეები განამწესა, აგრეთვე სარეზერვო გუნდის რამდენიმე წარმომადგენელი და რაც ყველაზე სასიხარულოა, ფაბიო კოენტრაო. პორტუგალიელმა მცველმა ტრავმის მიღების შემდგომ პირველი ვარჯიში გამართა. მან მზადება სრული დატვირთვით გაიარა.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 8 ნოემბერი 2012
- 1 410
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.