იკერი მესამეა

იკერ კასილიასისთვის დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრა რიგით 126-ე გახლდათ...

ცხადია, რიცხვი 126 საიუბილეოს ნამდვილად არ ჰგავს, თუმცა იკერ კასილიასისთვის ფრიად მნიშვნელოვანი გახლავთ. ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული მატჩების მიხედვით, მადრიდის "რეალის" კაპიტანმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა, გადაასწრო რა კლარენს ზეედორფს. პირველ ადგილს, რაღა თქმა უნდა, რაულ გონსალესი იკავებს, რომლის ანგარიშზეც 142 ჩატარებული შეხვედრაა, ხოლო მეორე ადგილზე რაიან გიგზი გახლავთ 131 მატჩით.

იკერ კასილიასის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე 13 წლის წინ შედგა, როცა ის მხოლოდ 18 წლის გახლდათ. პირველად ის 1999 წლის 15 სექტემბერს გამოჩნდა მოედანზე. მაშინ მადრიდის "რეალი" "ოლიმპიაკოსს" ეთამაშებოდა. შეხვედრა ფრედ 3-3 დასრულდა. მას შემდეგ იკერმა ჯამში 126 შეხვედრას მოუყარა თავი, აქედან 71-ში გამარჯვება იზეიმა, 30-ში დამარცხდა, ხოლო 25 მატჩი ფრედ დასრულდა.

ცხადია, მეკარეებს შორის ამ მაჩვენებლით იგი საუკეთესო გახლავთ. მას შემდეგ მოდის ლეგენდარული გერმანელი კიპერი, ოლივერ კანი, რომლის ანგარიშზეც 103 შეხვედრაა. იკერის მიზანი რაულისა და გიგზის ჩამოტოვება იქნება, პირველმა მათგანმა უკვე დაასრულა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა, ხოლო მეორე სავარაუდოდ სულ მალე ჩამოკიდებს ბუცებს ლურსმანზე.

ცნობისთვის, იკერი ყველაზე მეტჯერ "ბაიერნს" დაუპირისპირდა - 12-ჯერ, ხოლო "ლიონს" 10-ჯერ. რაც შეეხება გამარჯვებებს, ყველაზე მეტჯერ - 4-ჯერ მან "აიაქსის", "როსენბორგის", "რომას, "მარსელისა" და "ბაიერნის" წინააღმდეგ იმარჯვა.


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)