ვან დერ ვაარტს "რეალში" დარჩენა სურს
ჰოლანდიელი ნახევარმცველი მთელი ძალებით ცდილობს "სამეფო კლუბში" დარჩენას.
მადრიდის "რეალის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი უარყოფს ხმებს მის "ჩელსიში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. მას სურს თავისი შესაძლებლობები მადრიდულ გრანდში დაამტკიცოს. რაფაელი შეიძლებოდა ზაფხულშიც წასულიყო "ბლანკოსიდან", მაგრამ რობენისა და სნეიდერის წასვლის შემდეგ მისი დატოვება გადაწყვიტეს.
"მე არ შემიძლია ვიამაყო სეზონის სტარტით. ვერ ვფიქრობდი იმაზე, რაზეც უნდა მეფიქრა. ცუდად ვვარჯიშობდი. ახლა მზად ვარ დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები. ბოლო შეხვედრებში მწვრთნელი მენდობა და მოედანზეც გამოვდივარ რამდენიმე წუთით. მე ასეთი შანსიც უნდა გამოვიყენო".
ბოლო დროს ვან დერ ვაარტს აკრიტიკებენ, მაგრამ ის მზადაა მათ საქმით დაუმტკიცოს ყველაფერი.
"ვფიქრობ კრიტიკა ჟურნალისტების საქმეა. ისინი გაკრიტიკებენ მაშინ, როცა ცუდად თამაშობ. არ ვთვლი სწორად ამაზე კამათს. ყველაფერს საქმით დავამტკიცებ" – განაცხადა ვან დერ ვაარტმა.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 26 ოქტომბერი 2009
- 1 896
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.