ფერნანდო I, ფერნანდო II
ფერნანდო იეროს ახსოვს მადრიდის რეალისა და დორტმუნდის ბორუსიის დაპირისპირება 97/98 წლების სეზონის ნახევარფინალში. თეთრები ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტიტულისათვის იბრძოდნენ და მათ წინაღობას სწორედ გერმანული კლუბი წარმოადგენდა. ლეგენდარულმა მცველმა გაიხსენა ფერნანდო რედონდოს გენიალური ასპარეზობა იმ შეხვედრებში.
როდესაც რედონდომ სიტყვა დორტმუნდი გაიგო, მაშინვე ამ გუნდის სტადიონზე გულშემატკივართა გასაოცარი და მეტოქისათვის შიშისმომგვრელი ხმები გაახსენდა: "საშინელება იყო, ისეთი შეგრძნება მქონდა, ვითომ ყველა შენკენ მოდიოდა." მეორე რაც მის მეხსიერებაში უცებ წამოტივტივდა იყო მადრიდელი ფეხბურთელის გენიალური თამაში, რომელმაც სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა გააჩუმა. ეს იყო მეორე ფერნანდო, ფერნანდო რედონდო. როგორც დელ ბოსკემ ის დაასახელა, არგენტინელი თამაშობა სწორედ იქ, სადაც გოლი უნდა გასულიყო.
ამ მატჩის შემდეგ, რეალმა გაიკაფა გზა ფინალში და საბოლოოდ ტურნირიც ტრიუმფამდე მიიყვანა. ლეგენდარულმა კაპიტანმა სიცილით გაიხსენა პირველი მატჩი, რომელიც მადრიდში გაიმართა. "ყველასთვის მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა ერთ-ერთი კარი ბერნაბეუზე, მის შეცვლას დიდი ხანი მოანდომეს და შეხვედრა დიდი პაუზის შემდეგ დაიწყო. ეს იყო სირცხვილი და თვის მოჭრა ბლანკოსისათვის, ევროპისა და ნახევარი მსოფლიოს წინაშე." იერო და რედონდო გენიალური ფეხბურთელები იყვნენ და იმ პერიოდის მადრიდის რეალში საუკეთესონიც კი, ეს არავის ავიწყდებოდა, მაგრამ არგენტინელი ნახევარმცველი კარიერის დასრულების შემდეგ სადღაც მიიმალა, არ აქტიურობს და ვერ ვიხილავთ მის აქტიურ მოსაზრებებს საფეხბურთო მოვლენების ირგვლივ, ესპანელმა კი განაგრძო აქტიური ცხოვრება, ის ჯერ იყო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში, შემდეგ მალაგაში წავიდა, ახლა კი მცირე ხნიანი პაუზა აიღო, თუმცა თვითონ გვარწმუნებს რომ ძალიან მალე დაუბრუნდება ფეხბურთს. გერმანიაში იერო დაცვაში თამაშობდა ფერნანდო სანსის, კარლოსისა და პანუჩის გვერდით. მათ წინ ნახევარდაცვაში ფერნანდო იერო, კარამბე, ამავისკა და ზეედორფი ირჯებოდნენ. თავდასხმის ხაზს კი რაული და მორიენტესი წარმოადგენდნენ. შეცვლებზე შემოვიდნენ: გუტი, ხაიმე და ვიქტორი. ბერნაბეუზე 2:0 მოგების შემდეგ, თეთრებმა დორტმუნდში ნულოვანი ფრე გააგორეს.
"იმ შეხვედრაში რედონდომ გენიალურად ითამაშა, სწორედ მისი დამსახურება იყო ჩვენი შემდგომ ეტაპზე გასვლა. მოგება არ გვჭირდებოდა, რადგან 2 ბურთიანი სხვაობით გვქონდა მოგებული საშინაო მატჩი, მაგრამ სტადიონზე ისეთი ატმოსფერო იყო, რომ ნებისმიერი პროფესიონალი ფეხბურთელი იმ სტადიონზე გამარჯვებას ინატრებდა. ჩვენი მოწინააღმვდეგეები კი კიდევ უფრო დიდი მოტივაციით თამაშობდნენ. უნდა აღვნიშნო მიულერი, რომელიც ჩემთვის ნამდვილი თავსატეხი იყო." მადრიდის რეალის კაპიტნის კიდევ ერთი გამოწვევა იყო, ფერნანდო სანსის (იმ დროს მადრიდის რეალის პრეზიდენტის შვილის) მღელვარების ჩახშობა, რადგან ამ ახალგაზრდა მცველს ფაქტიურად დებიუტი ჰქონდა.
"ეს დორტმუნდის ბორუსია განსხვავდება იმისაგან, რომელთანაც ჩვენ ვასპარეზობდით, ისინი ფიზიკურად იყვნენ ძლიერები და ბოლომდე იბრძოდნენ, ეს გუნდი კი მისი გაუმჯობესებული ვარიაციაა, რადგან ფიზიკურ მომზადებასთან ერთად ისინი არიან ტაქტიკურად კარგად მომზადებულნი და გამოირჩევიან ტექნიკური თამაშით. აღსანიშნავია, რომ ცენტრალურ მცველებსაც კი სუბოტიჩს და ჰუმელსს ბრწყინვალე ტექნიკა აქვთ. მათი პროგრესი სახეზეა, ბორუსიას ფეხბურთელებმა ხომ ზედიზედ ორჯერ წაართვეს ბაიერნს გერმანიის ჩემპიონობა. ამას გარდა მე ვხედავ, რომ მადრიდის რეალმაც მოუმატა და გაცილებით ძლიერი გუნდია, ვიდრე გასულ წელს."
- 8 ნოემბერი 2012
- 2 260
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.