Yellow Wall-ი "ბერნაბეუზე"

ალბათ, გულშემატკივრების უმეტესმა ნაწილმა, თვალ-ყური მიადევნა "რეალისა" და "ბორუსიის" გუშინდელ დაპირისპირებას.

ვგონებ, ყურადღებით ყოფნის შემთხვევაში ნამდვილად არ გამოგეპარეობდათ ის ფაქტი, რომ "ბლანკოსის" მშობლიურ არენაზე საკმაოდ ჭარბობდნენ გერმანელი ქომაგები.მადრიდის საფეხბურთო არენაზე, რამდენჯერმე მეტი ყვითელმაისურიანი გამოჩნდა, ვიდრე ეს იგეგმებოდა.ესპანური პრესა წერს, რომ "ბორუსიას" დაახლოვებით 7000-მდე ქომაგი ამხნევებდა.

ისინი ჩრდილოეთ ტრიბუნაზე იყვნენ განთავსებულნი, სადაც Yellow Wall- ააგეს.ხაზგასასმელია ის მოვლენა, რომ სტუმარი ქომაგები ისხდნენ არა მხოლოდ მათ მიერ განკუთვნილ, არამედ მეზობელ სკამებზეც.აქედან გამომდინარე, სტადიონის რამდენიმე წერტილში, მადრიდელი და დორმუნდელი ფანები შერეულნი იყვნენ ერთმანეთში.დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც "ბორუსიას" გულშემატკივრები სხვადასხვა ხერხით პროვოცირებდნენ, რასაც რამდენიმე ინციდენტიც მოჰყვა.ისინი არც ადგილობრივების შეურაცხოფას ერიდებოდნენ.ერთი სიტყვით, იქმნებოდა სიტუაცია, თითქოს გერმანიაში თამაშობდნენ გუნდები.

აქვე უნდა ითქვას, რომ მატჩის საწყისი წუთებიდან, სტუმრები ადგილობრივი ფეხბურთელების გაღიზიანებაზე ბევრს ზრუნავდნენ.არაერთხელ გაისმა რონალდუს მწყობრიდან გამოსაყვანი რეპლიკები.მაგ: "მესი, მესი" და სხვანი.Yellow Wall-ზე როისის გოლის შემდეგ "ცეცხლი" დაენთო, თუმცა პეპეს შესანიშნავმა თავურმა დარტყმამ ხმა ჩააგდებინა გერმანელებს.მატჩის მიწურულს, დორტმუნდელებს გამარჯვება მოპოვებული ეგონათ, თუმცა თანამემამულე იოზილის საჯარიმო დარტყმამ, ისინი საბოლოოდ გააჩუმა.

გამოცემა "ას"-მა, სამეფო კლუბის წევრების კომენტარებიც ჩაწერა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით:

ხოსე ქუკ ორტისი: "მათ შეეძლო ჩვენი მოკვლა და ამაზე ნაციონალურ პოლიციასა და დაცვას "ხელი ჰქონდათ მოწერილი."

"18 წლის განმავლობაში "რეალის" ქომაგი ვარ და საშინაო არენაზე მსგავსი არაფერი მინახავს.მათ ბილეთები მიყიდეს გერმანელებს, ყოველგვარი კონტროლის გარეშე.მეორე ტაიმის მსვლელობისას, ტრიბუნაზე Fondo Norte-სთვის განკუთვნილი ადგილები დავტოვეთ, რამეთუ ისინი ჩვენთან შეტევაზე გადმოდიოდნენ და შეურაცხოფას გვაყენებდნენ.რასაკრიველია, ყოველთვის მადრიდელი ვიქნები, მაგრამ ამ ყოველივეზე პასუხისმგებელი პირები, ზიანს აყენებენ კლუბის ავტორიტეტს.გაოგნებული ვარ, 50 000 ევროს გამო, მადრიდიმა რატომ ჩაგვაყენა კლუბის წევრები მსგავს სიტუაციაში."

"რამდენიმე დღის წინ, მადრიდი არენაზე ტრაგედია დატრიალდა და სიმართლე გითხრათ, არ იყო გამორიცხული, მსგავსი რაღაც განმეორებულიყო გუშინდელ შეხვედრაში.დაცვის სამსახურები სრულად უმოქმედო გახლდათ.გერმანელები მთვრალები იყვნენ და მათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი."

პედრო კოლადო: "საშინელება ხდებოდა.ეს გახლდათ მაღალი რისკის შემცვლელი შეხვედრა, ხოლო სამართალმცავები ნამდვილად არასაკმარისი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი.ჩვენ უნდა მოვთხოვთ კლუბს მომხდარის გამოძიება.სამეფო კლუბში არ უნდა ხდებოდეს მსგავსი რაღაცები."

"დორტმუნდელები მთელი დღის განმავლობაში გაჩერდნენ მადრიდში და ისინი ძალიან ნასვამები იყვნენ.ქომაგები თავს უფლებას აძლევდნენ, ადგილობრივებისთვის შეურაცხოყა მიეყენებინათ.მათ ჩვენი რამდენიმე წევრს ადგილიც კი წაართვეს სტადიონზე.ერთი სიტყვით, უფლება მისცეს ჩვენი დამცირებისა."

ინფორმაციის წყარო: as.com, marca.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)