მოურინიო: "შანსი ვერ გამოვიყენეთ"
სამეფო კლუბმა საშინაო არენაზეც ვერ მოახერხა დორტმუნდელების დამარცხება.შევხედრის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ მიმოიხილა განვლილი დაპირისპირება.
"მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მაქვს მოგებული და მინდა გითხრათ, რომ ორივე შემთხვევაში ჯგუფური ეტაპი მე-2 ადგილზე დაასრულეს ჩემმა გუნდებმა.შემდეგი ეტაპის საგზურების მოპოვების შემდეგ, "პორტუთი" "მან.იუნაიტედი" გამოვთიშეთ ტურნირის, ხოლო "ინტერით" კი "ჩელსი."ნამდვილად არ მივეკუთვნები ცრუმორწმუნეთა რიცხვს, თუმცა პირველ ან მეორე პოზიციას ჯგუფში, არსებილი მნიშვნელობა არ აქვს.არავარ შეწუხებული, თუმცა ჯგუფის ლიდერობის შანსები გვქონდა და ხელიდან გავუშვით.მიუხედავად ამისა, ვეცდებით დარჩენილ მატჩებში ქულათა მაქსიმუმი ავიღოთ."
"ჯგუფური ეტაპი დღეს რომ დასრულდეს, "რეალი" საუკეთესო 16 გუნდში მოხვდება.ნამდვილად რთულ ჯგუფი მოგვიწია, მაგრამ სამეფო კლუბი ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე იქნება და ვერ ვხვდები რას ხედავთ ამაში დრამატულს.მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, პრობლემები შეექმნება იმ გუნდს, რომელიც 1/8 ფინალში დაგვიპირისპირდები, როგორც პირველ პოზიციაზე გასული.ლიდერებს შედარებით ადვილი მოწინააღმდეგე ერგებათ.გაანალიზეთ ჩვენი ყაიმი "ბორუსიასთან.""სანტიაგო ბერნაბეუზე" მორიგი ფანტასტიკური მატჩი შედგა.ქომაგი რომ ვიყო, ნამდვილად ავირჩევდი განვლილი დაპირისპირებისთვის თვალის მიდევნებას, რამეთუ ეს სანახაობა ბევრად აღემატება სხვა ჯგუფების სანახაობას, სადაც გამართული პაექრობები ევრო ლიგას უფრო წააგავს."
"მატჩის მსვლელობის შეგვექმნა პრობლემები.ტრავმირებულთა რიგს იგუაინც შეუერთდა.გამომდინარე იქედან, რომ განაცხადში სხვა შემტევი არ გვყავდა, მომიწია კალეხონის დაყენება.ასევე, მოდრიჩის ნაცვლად შემოვიყვანეთ ესიენი.მეორე ტაიმში სხვა წყობაზე გადავედით და ამ შემთხვევაში ლუკას ადგილი ვეღარ მოიძებნა.რაც შეეხება ხოსეს, კარგი თამაში ჩაატარა.ის მშვიდი და დინამური გახლდათ.მან გაიტანა გოლი წესების დაცვით, მაგრამა არ ჩაუთვალეს.ამაში დავრწმუნდი მაშინ, როდესაც ტელევიზორში ვნახე ეპიზოდი განმეორებით.ჩვენ გავიტანეთ 3 გოლი და ამიტომაც არავარ შედეგით კმაყოფილი."
"რონალდუმ დიდი მატჩი ჩაატარა.ვფიქრობ, ხმები მისი ფიზიკური პრობლემების შესახებ, გაქარწბულია."
"მორატას განცხადის მიღმა დატოვება, ჩემი ბრალია.ალვარომ სრული 90 წუთი ითამაშა კასტილიის რიგებში.სიმართლე გითხრათ, თავიდან გათვლილი მქონდა კარიმის დაყენება და იგუაინიც სათადარიგოზე დატოვება, თუმცა ფრანგის ტრავმამ თავდაყირა დააყენა ყველაფერი.ნამდვილად არ მეგონა, რომ თამაშის 30-ე წუთზე პიპიტაც დაშავდებოდა."კასტილიელებს" ხესე დისკვალიფიცირებული ჰყავთ, ამიტომ, როდესაც მკითხეს შეეძლოთ თუ არა მორატას წაყვანა, დადებითი პასუხი გავეცი.ეს ჩემი "დანაშაულია."
"თამაშის დროს, 2 ან 3 მიუტივებელი შეცდომა დავუშვით.ბუნებრივია, ასეთ მატჩებში მოწინააღმდეგე არაფერს გაპატიებს.მეორე გოლის შემთხვევაში, ჩვენ წავაგეთ მეორე სართულზე ბრძოლა.ვფიქრობ, პირველი ნახევერი საშინელი იყო, მაგრამ მეორე ტაიმი მომეწონა."
"ჩვენთვის არახალია "ბერნაბეუზე" ატეხილი სტვენა.ეს ნორმალური მოვლენაა და ჩვენ არ ვაპირებთ მის შეცვლას.პირველ ნახევარში გუნდმა ვერ აჩვენა კარგი ფეხბურთი და ქომაგებმაც ვერ მიიღეს სიამოვნება.აი, მეორე ნახევარში კი ყველაფერი გამოსწორდა და გულშემატკივრებით პატიოსნად ჩვენს გვერდით იყვნენ."
"არ ვფიქრობ, რომ ბენზემაცა და იგუაინიც მზადყოფნაში იქნებიან კვირის თამაშისთვის."
ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
- 7 ნოემბერი 2012
- 2 926
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.