ექს–მადრიდისტა ალბერტ სელადესმა კარიერა დაასრულა
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა ალბერტ სელადესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მან ამის შესახებ ცნობა გააკეთა ამერიკის ჩემპიონატის მატჩის დასრულების შემდეგ. მისმა "ნიუ–იორკ რედ ბულსმა" "ტორონტო" 5:0 გაანადგურა. სელადესი 92–ე წუთზე შეცვალეს და ეს გახდა მისი ბოლო მატჩი კარიერაში.
მან თავისი საფეხბურთო კარიერა გაატარა შემდეგ კლუბებში: "ბარსელონა", "სელტა", "რეალი", "სარაგოსა" და "ბორდო". გამოძახებული იქნა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში, სადაც ითამაშა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. მან მოიგო 1 ჩემპიონთა ლიგა, 5 ლა ლიგის ტიტული, 2 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის სუპერთასი, 1 საკონტინენტთაშორისო თასი და 2 ევროპის სუპერთასი.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 26 ოქტომბერი 2009
- 2 202
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.