ხუანფრანი: "მადლობა ტორილს"
სეგუნდა დივიზიონის განვლილ ტურში, "კასტილიამ" 2-2 ითამაშა "უესკასთან."მატჩში ანგარიში ხუანფრანმა გახსნა.ამ უკანასკნელმა გატანილი გოლი მთავარ მწვრთნელს, ტორილს მიუძღვნა.
ესპანურმა პრესამ, ფეხბურთელის აღნიშნული საქციელი, მოურინიოზე "შეტევად" მონათლა.მოგეხსენებათ, ბოლო დროს, ტორილსა და ჟოზეს შორის, არცთუ ისე სახარბიელო დამოკიდებულება სუფევს.შესაბამისად, ჟურნალისტებმა ხუანფრანისაგან განმარტება მოითხოვეს: "ალბერტო დიდი ხნის განმავლობაში მუშაობს ჩვენთან.გოლის მიძღვნით, მადლობა გვინდოდა გადაგვეხადა მისთვის გაწეული სამუშაოსათვის.ვფიქრობთ, რომ ამისათვის სწორი დრო შევარჩიეთ.მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი სპონტანურად მოხდა, წინასწარ არაფერი ყოფილა დაგეგმილი.გოლის შემდეგ მომივიდა თავში ეს აზრი.კიდევ ერთხელ მადლობა ტორილს ყველაფრისათვის."
"არ ვფიქრობ, რომ აღნიშნულით მოურინიო გაბრაზდა.ეს ნამდვილად არარის მის წინააღმდეგ განზრახული ქმედება, არამედ ეს არის მადლობა ტორილს.ძველ კასტილიაში ტკბილი მოგონებები ნამდვილად არ მქონია.აი, ტორილის მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.ჩვენ ამოვედით უფსკრულიდან და ახლა კარგ პოზიციებში ვართ."
მას-მედიის წარმომადგენლებმა, ხუანფრანს თხოვეს მოურინიოს სიტყვების კომენტირება (როგორც იცით, ჟოზემ თქვა რომ რეალ მადრიდ ბ-ში 24-25 წლის მოთამაშეები ასპარეზობენ და მათი გაპირველების შანში ძალიან დაბალი არისო): "ამაში ლოგიკა ნამდვილად არის.მოურინიოს გეგმებში ახალგაზრდა ფეხბურთელები შედიან.ჩვენ ვიცით, რომ ვინც 24-25 წლისანი ვართ, პირველ გუნდში გადასვლა გარმორიცხულია.შესაბამისად, ჩვენი მიზანია სეგუნდაში წარმატების მიღწევა."
"აქ ვართ იმისათვის, რომ 18 წლის ბჭებს განვითარებაში დავეხმაროთ.სწორედ ამის წყალობით, იქნება კასტილია კონკურენტუნარია სეგუნდაში."
ინფორმაციის წყარო: as.com
- 5 ნოემბერი 2012
- 1 393
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.