საბრი "ვალდებებასს" ესტუმრა
დღეს, "რეალ მადრიდ სითიში," სამეფო კლუბის ვარჯიშს, სპილოს ძვლების სანაპიროს ეროვნული ნაკრების მწვვრთნელი, საბრი ლამოუკი დაესწრო.
აფრიკული გუნდის დამრიგებელმა, "რეალსა" და მოურინიოზე ისაუბრა: "ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა დავესწრო ვარჯიშს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს საუკეთესი მწვრთნელი და მსოფლიოს საუკეთესო გუნდი.ვფიქრობ, აღნიშნული ვიზიტი სამწვრთნელო კარიერაში დიდ გამოცდილებას მომცემს.მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბი, მადრიდში მიღებული ცოდნით, აფრიკის ერთ-ერთ ლიდერ ნაკრებში, კარგ სამუშაოებს ჩავატარებთ."
"მოურინიოს არის მწვრთნელი, დიდი ქარიზმითა და გამოცდილებით.მან ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შესაძლებელი იყო.სავარჯიშო სესიის დროს, პორტუგალიელი თითოეულ დეტალს აქცევს ყურადღებას."
"ძალიან მომწონს სერხიო რამოსი და რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუ.ისინი ფიზიკური მონაცემებით, ძალითა და სისწრაფით საკმაოდ შთამბეჭდავნი არიან.საერთო ჯამში, "რეალს" ჩინებული შემადგენლობა ჰყავს.როგორ შეიძლება დავივიწყოთ ჩაბი ალონსო, რომელიც ნახევარდაცვის გამგებელია ან პეპე...ექსტრაოდნილაური კლუბია მადრიდი."
"ზიდანი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.ჩემთვის დიდი პატივი იყო, თავის დროზე მის გვერდით თამაში.თუ ის მწვრთნელობას გადაწყვეტს, ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ამ საქმიანობაში."
ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
- 5 ნოემბერი 2012
- 1 224
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.