ხედირა: "იმედია ჯგუფურ ეტაპს პირველ ადგილზე დავასრულებთ"

გერმანელმა ნახევარმცველმა სამი ხედირამ, "რეალის" ოფიციალური სპონსორის საიტს მისცა ინტერვიუ.

"ჩვენი ჯგუფიდან, "რეალთან" ერთად კიდევ ერთი გუნდი მოიპოვებს ფლეი-ოფის საგზურს.ნამდვილად ვერ ვიწინასწარმეტყველებ, ვის ერგება მომდევნო ეტაპზე თამაში, მაგრამ იმედია, "დროტმუნდი" შეძლებს ამას.რა თქმა უნდა, როგორც გერმანელი, მოხარული ვიქნები ბუნდეს ლიგის გუნდის წარმატებით, რომელიც ბოლო 2 წელია ლიდერია ჩვენს ქვეყანაში.ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია "ბლანკოსის" პირველობა, სხვას არაფერს ვანიჭებ უპირატესობას."

"რა თქმა უნდა, მახსოვს ჩემპპიონთა ლიგის 9 წლის წინანდელი გლაზგოს ფინალი.მაშინ "ლევერკუზენისკენ" ვიყავი, თუმცა სამეფო კლუბის მიმართაც დიდი სიმპატიები გამაჩნდა, რამეთუ იქ ასპარეზობდა ზინედინ ზიდანი, რომელიც ჩემი კუმირია.რა შეიძლება ითქვას ზიზუს გოლის შესახებ? ვფიქრობ, მსგავსი სანახაობრივი ბურთი, არავის გაუხვევია მოწინააღმდეგის კარში.მე ვიჯექი ტელევიზორთან და პირღია სიამოვნებას ვიღებდი."

"ბუნებრივია, "ბორუსიას" ტიტულიც კარგად მახსოვს.მაშინ უზომოდ გახარებული ვიყავი, რამეთუ გერმანულმა გუნდმა, გერმანიაში მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი."ყვითლებმა" ისეთი გუნდი დაამარცხეს, როგორიც "იუვენტუსია," სადაც დიადი დელ პიერო გამოდიოდა."

"სასიხარულოდ, ესპანურ ფეხბურთში ადვილად გავიარე ადაპტაცია.პრიმერა დივიზიონის ტიტული საკმაოდ ნიშანდობლივია ჩვენთვის, ეს იყო გრძელი მარათონის დაგვირგვინება.ამით ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს უკვე წარსულია და ახლა ჩვემს წინაშე ახალი გამოწვევები დგას.ჩვენ უნდა ვეცადოთ ყველა ტურნირზე წარმატების მიღწევას."

ინფორმაციის წყარო: realmadrid.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)