ბენზემამ და ესიენმა ვარჯიში გამოტოვეს
ცუდი ამბავი გუნდის ბანაკიდან...
მადრიდის "რეალმა" დაიწყო მზადება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე მატჩისთვის. "დორტმუნდს," მადრიდი საკმაო დანაკლისით ხვდება. ოთხშაბათს "სანტიაგო ბერნაბეუს" არენაზე დაშავებული მარსელო, ხედირა და კოენტრაო ვერ გავა, ბენზემა და ესიენი კი დღეს გუნდის ვარჯიშზე არ იყვნენ, მათ სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშეს.
მოთამაშეები სამ ჯგუფად დაიყვნენ: პირველ ჯგუფში 10 ფეხბურთელი იყო, რომლებიც ბოლო მატჩში "სარაგოსას" წინააღმდეგ იყვენ მოედანზე, მათი ჩამონათვალი შემდეგნაირია: რამოსი, პეპე, ალბიოლი, არბელოა, მოდრიჩი, იოზილი რონალდო, დი მარია, იგუაინი და ალვარო მორატა. ამ უკანასკნელმა პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურში, სრული 90 წუთი დაჰყო მოედანზე.
მეორე ჯგუფი ამ მოთამაშეებისაგნ შედგებოდა: კალეხონი, კაკა, ალონსო, ვარანი, კარვალიო, ნაჩო და ალექსი. მესამე ჯგუფში კი მეკარეები კასილასი, ადანი და ხესუსი იყვნენ.
წყარო: realmadrid.com
- 5 ნოემბერი 2012
- 1 644
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.