ფეხბურთელები მატჩის შემდგომ
ლუკა მოდრიჩი:
"ვფიქრობ, რომ კარგი სეზონი მაქვს. რაც უფრო დრო გადის მით უფრო ვრწმუნდები, რომ ყოველ მატჩში თავს უკეთ ვგრძნობ."
"ძალიან მომწონს იმ პოზიციაზე თამაში, რომელზეც დღეს მწვრთნელმა განმწესა. შევეცდები, რომ ჩემი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო, არ აქვს მნიშვნელობა თუ სად მომიწევს თამაში. ახლა მთლიანად ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გადავერთვებით. წინ ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩი გველის. მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს."
ანხელ დი მარია:
"ძალზედ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რამეთუ სატურნირო ცხრილში მთლად რიგზე ვერ გვაქვს საქმე. "სარაგოსამ" კარგად ითამაშა და შესაბამისად პრობლემები შეგვიქმნა, თუმცა მეტოქე საბოლოოდ მაინც გავტეხეთ."
"გოლის გატანისთვის ბოლომდე ვიბრძოლე და მოვახერხე კიდეც. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, 100%-ით დავიხარჯებით, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ."
ნაჩო ფერნანდესი:
"შეიძლება გულშემატკივრებს შოუ ვერ შევთავაზეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი 3 ქულა გახლდათ. ძალიან კარგია, რომ ახლაწვეულმა ფეხბურთელებმა სადებიუტო გოლები გაიტანეს, ეს მათ ინტეგრირებაში დაეხმარება."
"ჩემთვის თითოეული წუთი მნიშნელოვანია. კიდევ უფრო თავდაუზოგავად გავაგრძელებ მუშაობას, რომ საჭიროების შემთხვევაში მწვრთნელის დავალებები პირნათლად შევასრულო."
ალვარო არბელოა:
"შეიძლება რაღაც მომენტებში მეტოქემ გვაჯობა, მაგრამ თამაშს მთლიანად ვაკონტროლებდით. "სარაგოსა" ბრწყინვალე გუნდია და მასთან ადვილი გამარჯვების მოპოვება რთულია. შეიძლება ცუდი დრო გვიდგას ამ წუთას, გვყავს ტრავმირებული ფეხბურთელები, კოენტრაო მალე დაგვიბრუნდება, მარსელოს ცოტა დააგვიანდება, მაგრამ ამით ტრაგედია არ უნდა შევიქმნათ. უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი, რაც გვაქვს. წინ რთული მატჩი გველის, ძალბეის მობილიზება უნდა მოვახდინოთ და მოედანზე გამარჯვების მოპოვების მიზნით უნდა გავიდეთ."
"გუნდში თამაშობენ ბრწყინვალე ფეხბურთელები, პეპე, ოზილი, რონალდო და ა.შ. გულშემატკივრები ამ მოთამაშეებით ამაყობენ. თავის მხრივ ისინი უფასებენ ფანებს მხარადჭერას და ყველაფერს აკეთებენ, რომ ასიამოვნონ ისინი."
- 4 ნოემბერი 2012
- 1 704
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.