მოუ: "გუნდმა კარგად ითამაშა"
"ძალიან მომწონს მოდრიჩის თამაში, იგი ყველაფერს აკეთებს გუნდის დასახმერებლად, ადაპტაციის პერიოდშიც კი მშვენივრად გამოიყურება. სრულიად განსხვავებულია ინგლისისა და ესპანეთის ფეხბურთი, ისევე როგორც "ტოტენჰემისა" და "რეალის", თუმცა ის დიდებული მოთამაშეა და მალევე შეძლო ახალ გუნდში თავის წარმოჩენა. რაც შეეხება კრიშტიანოს, იგი თავდაუზოგავად იბრძვის, რათა გუნდს გამარჯვებაში დაეხმაროს. ალბიოლი იმიტომ ვათამაშე, რომ მას ვენდობი. რთულია, როცა ვარანის, პეპესა და რამოსის კონკურენტი ხარ, მაგრამ რაული ნამდვილად სანდო ფეხბურთელია."
"მოედანზე არ იყო გუნდის ორი საკვანძო ფიგურა - ალონსო და ხედირა, ორი ფეხბურთელი, რომელიც ორი წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანეს სამუშაოს ასრულებს, თუმცა გუნდმა მათ გარეშეც კარგად ითამაშა და შესაბამისად გამარჯვებაც მოიპოვა. რა თქმა უნდა გარკვეული პრობლემები იყო, თუმცა ეს როტაციით იყო გამოწვეული, ეს მაშინ გამოჩნდა, როცა დაცვიდან ბურთი ამოგვქონდა, ფაქტიურად წინ მოთამაშე ფეხბურთელებზე ბურთის მიმტანი არ იყო, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. რაც შეეხება მეტოქეს, იგი ამხელა ანგარიშით დამარცხებას არ იმსახურებდა."
"თამაშის ასეთი სტილი შემადგენლობიდან და ანგარიშიდან გამომდინარე გახლდათ. 2-0 ანგარიშის წაყვანის შემდეგ გადავწყვიტე მატჩი დასასრულამდე მშვიდად მიგვეყვანა. მეტოქეს ასპარეზი დავუთმეთ და კონტრშეტევებზე ავაგეთ თამაში."
"სამშაბათს ძალზედ რთული შეხვედრა გველოდება, გვაქვს სერიოზული საკადრო პრობლემები და სწორედ ეს მაძლევს ამის თქმის საშუალებას, თუმცა გუნდი ფსიქოლოგიურად შესანიშნავად არის მზად და მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავლენ."
- 3 ნოემბერი 2012
- 1 691
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.