გოლი? რა პრობლემაა?
გთავაზობთ ესპანური გამომცემლობა AS-ის მიმომხილველის ტომას რონსეროს ძალიან საინტერესო სტატიას.
მსურს, რომ მოურინიომ კვლავ შეუწყოს ხელი იგუაინისა და ბენზემას კონკურენციას. ორი "ცხრიანი", სრულიად განსხვავებული და აუცილებელი. ეს იგივეა მაგიდაზე იდოს საუკეთესო ხორცი და საუკეთესო თევზი. სმოკინგში და ბაფთაში გამოწყობილ ელეგანტურ ფრანგს, შეუძლია გამოიგონოს უამრავი რამ თავისი ფანტაზიის წყალობით, ოზილთან და რონალდოსთან კოოპერაციით. არგენტინელი კი - თორის (ღმერთი სკანდინავიურ მითოლოგიაში) ჩაქუჩია, ტიტანი, რომელსაც შეუძლია დადგეს ფეხზე ყოველი მარცხის შემდეგ, როგორც ეს ბარსელონასთან სუპერკლასიკოში განცდილი კრახის შემდეგ იყო. ვინიცობაა და ომი გაჩაღდეს, მოუმ იცის ვინ იქნება პირველი მოხალისე, ვინც სიამოვნებით ჩაებმება სამკვდრო-სასიცოცხლო ბატალიებში, რა თქმა უნდა ეს პიპიტაა.
ასეთი კონკურენცია რეალისათვის ახალი არ არის. 1994 წლის ზაფხულში, როდესაც ვალდანოს არ ჰყავდა სამორანო, ძირითადში ალფონსოს აყენებდა, მას კი ეუბნებოდნენ, რომ კასტილიაში იზრდება ფერარი სახელად რაული. მიუხედავად ამისა, ჩილელმა მოიპოვა ნდობა და არგენტინელი მწვრთნელის პირველი არჩევანი გახდა, სწორედ მისი წყალობით დაამხო ხორხემ კრუიფის 4 წლიანი ჰეგემონია. ჩემმა თვალებმა ნახეს რონალდოსა და ნისტელროის "პაექრობა", რომლებიც მოედანზე ერთ ადგილს იყოფდნენ, როდესაც კაპელომ მოიგონა ფორმულა "ორმაგი ცხრიანი", მაშინ იტალიელი სპეციალისტი ფენომენის გადარჩენას ცდილობდა, რომელიც ჭარბწონიანობის გამო ფორმაში არ იყო.
მოურინიოს შეუძლია წყნარად იყოს, იგუაინი და ბენზემა კლუბის დატოვებას არ აპირებენ და ფალკაოს ჩრდილი, რომელიც ძალიან შორიდან მოჩანს სამეფო კლუბში, მათ პროგრესს ხელს არ შეუშლის. გოლი? დღევანდელი რეალისათვის ეს პრობლემა არ არის!
- 2 ნოემბერი 2012
- 2 188
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.