მოურინიო "ასიანის" მოლოდინში

"სარაგოსასთან" ორთაბრძოლა, სამეფო კლუბის თავკაცისათვის, დიდი ალბათობით, საიუბილეო გამოდგება.

საქმე იმაში გახლავთ, რომ მადრიდული გუნდის დამრიგებლის რანგში, "განსაკუთრებულს" 99 გამარჯვება დაუგროვდა, შესაბამისად თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ხვალინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოურის აქტივში დამრგვალებული ციფრი ჩაეშვება.

3 წლის განმავლობაში, პორტუგალიელმა 132-ჯერ გაიყვანა "თეთრები" მწვანე მინდორზე, საიდანაც 99 მოგება დაფიქსირდა, 18 ფრე და 15 წაგება (ბურთებს შეფარდება: 359:113-ზე).ყველა ტურნირის მონაცემებით, ჟოზეს წარმატების მაჩვენებელი 75%-ია (პრიმერაში 77.65%).აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლა ლიგის ტიტულის მოპოვების წელს, მანუელ პელეგრინის გამარჯვების კოეფიციენტი (ესპანეთის ჩემპიონატში) 81.58-ს შეადგენდა, ხოლო 3 გათამაშებაში (სუპერ თასი, ჩემპიონთა ლიგა და პრიმერა), ასევე 75% გახლდათ.

და ბოლოს, უფრო დაწვრილებით მიმოვიხილოთ მოუს ფორმაციის "რეალი" პრიმერა დივიზიონში: 85 თამაში - 66 მოგება, 11 ფრე და 8 წაგება.ბურთების შეფარდება: 224:72-ზე (საშუალოდ 2.87 გოლი თითოეულ დაპირისპირებაში).

ინფორმაციის წყარო: marca.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)