მოუ: ""სარაგოსა" ფოკუსირებული გუნდია"

"სარაგოსასთან" დაპირისპირების წინ, რომელიც 3 ნოემბერს 23 საათზე აიღებს სტარტს, ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა.

"მომავალ დაპირისპირებაში წარმატების გასაღები, კარგი თამაში იქნება.ამჟამად, "სარაგოსა" ის გუნდი არაა, რომელმაც გასულ წელს ბოლო წუთებზე მოიპოვა პრიმერაში დარჩენა.ისინი სწორი კურსით მიდიან და ცდილობენ, თითოეულ მატჩში ქულების აღება.ამასთანავე, ბოლომდე იბრძვიან."სარაგოსა" კონკურენტუნარიანი გუნდია, რომელიც მუდამ გოლისთვის თამაშობს.გამარჯვების მოპოვებას, მხოლოდ კარგი თამაშის ხარჯზე მოვახერხებთ.ვიცით, რომ როდესაც "რეალი" კარგად ვერ თამაშობს, ვერ იგებს.ლა ლიგის გათამაშებაში ჩვენზე იღბლიანი გუნდები არიან, შემდეგ მცირე დეტალი....მიმდინარე კვირაში, რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალება მივეცი.ისინი ყოველ პაექრობაში 90 წუთი ირჯებოდნენ მოედანზე და ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო როტაცია.მთლიანად უნდა დავივიწყოთ ჩემპიონთა ლიგის მომავალი დაპირისპირება.ჩვენ შევისწავლეთ "სარაგოსა" და მათი ასავალ-დასავალი.მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ადვილი გასეირნება ნამდვილად არ გველოდება."

"რა თქმა უნდა, ჩემი სურვილი ჩაბისა და სამის ყოლა ხვალინდელ დაპირისპირებაში, თუმცა არც ესაა პრობლემა."რეალს" ჰყავს ოპტიმალური შემადგენლობა და "სარაგოსას" წინააღმდეგ, სრულფასოვანი ნახევარდაცვა იქნება.მარსელო და კოენტრაუ ერთად შევიდნენ ლაზარეთში, თუმცა ცხოვრება გაგრძელდა.ასე, რომ ვიქონიოთ სხვა ფეხბურთელების იმედი.დარწმუნებულნი ვართ, მნიშვნელოვან ქულებს არ გავანიავებთ."

"არანაირი იმედი არ გვქონდა იმისა, რომ კოენტრაუზე და ხედირაზე "სარაგოსასთან" და "დორტმუნდთა" მატჩებში გავთვლიდით.მეტიც, შესაძლებელია მათი დაბრუნება "ლევანტესთანაც" ვერ მოხერხდეს.ერთადერთი სიახლე გახლავთ არბელოას მწყობრში ყოფნა."

გუნდმა "კოპა დელ რეის" სადებიუტი თამაში მოიგო.ჟოზეს კითხეს, ამგვარი შეხვედრების "ცალი ფეხით" მოგების შესახებ: "ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი არაა.ჩვენ ვითამაშეთ, როგორც შეგვეძლო, შესაბამისად დაარქვით ამას ორი ფეხით ან ცალი ფეხით.მთავარი იყო ფეხბურთელებისთვის შესაბამისი მოტივაციის მიცემა და ვფიქრობ, რომ ეს კარგად მოვახერხე.სამეფო კლუბში მეტოქის ვერ შეფასება არ უნდა მოხდეს.შემდეგ ეტაპზე გავალთ, სადაც მაღალი რანგის დივიზიონიდან გვეყოლება მოწინააღმდეგე და სირთულეებს შეგვიქმნის.ჩემთვის მთავარია გამარჯვება და ვგონებ, "რეალის" ქომაგებიც ანალოგიურად ფიქრობენ."

"ხოსესთან არ მისაუბრია.ის პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა გუშინ.დებიუტის შემდეგ, ფეხბურთელი ერთ-ორად ამაღლებულია და ამაში გასაკვირი არაფერია.ცხოვრება გრძელდება.საჭიროა მუშაობის გაგრძელება."

"კასტილიის თემა რომ დავხუროთ, სამ მაგალითს მოგიყვანთ "რეალის" ისტორიიდან.გავიხსენოთ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 ფინალი, რომელშიც სამეფო კლუბი მონაწილეობდა - ამსტერდამი, პარიზი და გლაზგო.პირველ შემთხვევაში, "თეთრების" რიგებში, მხოლოდ ორი კანტერანო მონაწილეობდა, სანჩისისა და რაულის სახით.მეორე შემთხვევაში რაული და კასილასი, ხოლო მესამე შემთხვევაში, სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი აკადემიის აღზრდილი გახლდათ (რაული).ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, რომ მე ჩემი ავტონომია მაქვს, ხოლო ტორილს თავისი.მაქვს აზრი, რომელსაც არ შევიცვლი.ხოსე, რომელიც ესე ძალიან მოგეწონათ "კასტილიაში" არ გამოდის, მაგრამ 23 და 24 წლის ბიჭები თამაშობენ იქ.ჩემთვის მთავარია ფეხბურთელის მოძიება მეოთხე, მეხუთე და მეექვსე გუნდებიდან.ეს მოთამაშის განვითარებაა."

"დიახ, მე წარმოვიდგენ "რეალს," რომელიმე ფეხბურთელის გარეშე, რამეთუ სამეფო კლუბის მეტია, ვიდრე ერთი კონკრეტული პერსონა."

ინფორმაციის წყარო: realmadrid.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)