ჟოზე მოურინიო:"ჩემი ამბიციაა, ყოველთვის ვიყო საუკეთესო"
ჟურნალ Ronda Iberia-ს ნოემბრის ნომერში, ჟოზე მოურინიოს საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ დაიბეჭდა...
"დაბადების დღიდან, დაკავშირებული ვარ ფეხბურთთან."
"როგორც ჩანს პირნათელნი, რომ ვიყოთ, უნდა ვიცხოვროთ ტრაფარეტულად, მაგრამ ეს ის არ არის რასაც მე ვფიქრობ. შენ უნდა იყო გულახდილი საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან. მუშაობისას ყოველთვის ვცდილობდი გულახდილი ვყოფილიყავი და იგივე ნაირად ვაპირებ გაგრძლებას."
ყოფილმა "ჩელსის" ბოსმა ისაუბრა გარდამტეხ 50 წელზე და გამოწვევებზე თანამედროვე ფეხბურთში.
"მე ვუახლოვდები 50 წელს, ჩვეულებრივ მრგვალი თარიღები რაღაცას ნიშნავს. ჩემი მთავარი ქალაქი ემზადება აღსანიშნავად და ეს სასიამოვნოა ჩემთვის."
"თანამედროვე ფეხბურთში სულ უფრო და უფრო რთულდება მწვრთნელის სამუშაო. დღესდღეობით, ამ სამუშაოს ვერ შევადარებთ იმას, რაც მწვრთნელებს 10, 20 ან 30 წლის წინ ჰქონდათ. ამჟამად, მწვრთნელის საქმე მხოლოდ 11 ფეხბურთელის არჩევით, ტაქტიკური სქემებითა და ცვლილებებით არ შემოიფარგლება. "
შემდეგ მოურიიომ ისაუბრა თავის პირველ დღეზე სამწვრთნელო კურსებზე, თუ როგორ გამოხატა მან პროტესტი იმ საგნების სწავლის გამო, რომელიც მას არ სჭირდებოდა.
"მე ვუთხარი პროფესორს:"მე ვემზადები ფეხბურთის გუნდის გასაწვრთნელად, მაგრამ მე არ ვიცი რას ვაკეთებ თქვენს კლასში. მან მიპასუხა:"თუ გსურს დიდი ფეხბურთის მწვრთნელი გახდე, შენ უნდა იცოდე უფრო მეტი ვიდრე ფეხბურთია." როდესაც ამ სიტყვებს ვიხსენებ ვრწმუნდები, რომ პროფესორი მართალი იყო."
"როდესაც სამწვრთნელო კარიერისაკენ ნაბიჯი გადავდგი ვიცოდი, რომ მოგზაურობა მომიწევდა სხვადასხვა ქვეყნებში და მე ამისათვის მზად ვიყავი. უნდა იმოგზაურო თუ ახალ გამოწვევებს ეძებ."
"როდესაც მწვრთნელობა დავიწყე ჩემი მიზანი იყო მემუშავა პორტუგალიაში, ინგლისში, იტალიაში და ესპანეთში. ეს ყველაფერი კი უკვე გავაკეთე. როდესაც ჩემი მადრიდული კარიერა დასასრულს მიუახლოვდება არ მაქვს გადაწყვეტილი სად გავაგრძელებ მოღვაწეობას."
"მწვრთნელობას, როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარეებიც ახლავს. ძნელია გაუმკლავდე იმ დარდს, რომელიც ჩემს კარიერას ახლავს. მიჭირს, როცა ჩემი შვილი სკოლაში მიყვანისას მთხოვს არ შევიდე სკოლაში, რადგან არ სურს აურზაური ან კიდევ საყიდლებზე წასვლისას მეუღლე, როდესაც მანქანაში დარჩენას მთხოვს. ეს ის ფასია, რაც უნდა გადაიხადოს პროფესიონალმა."
"ფეხბურთი არის საზოგადო მოვლენა. ეს ყველაზე უნივერსალური ენა ადამიანის მეტყველებისათვის, ვიდრე ინგლისური ან ესპანური. ფეხბურთი არის გლობალური მოვლენა, რომელიც აერთიანებს რასებს, კულტურებს და რელიგიებს. ამიტომ ჩვენ გვაქვს უდიდესი სოციალური პასუხისმგებლობა."
"გარკვეულწილად მოთამაშეები არიან საზოგადოების მაგალითები. არის დრო როდესაც ვერ ვიკავებთ ემოციებს და უნებლიედ ვუშვებთ შეცდომებს. მედია ამ საკითხში კი კონკურენტურანიანია და ცდილობს შენი ნათქვამიდან სარგებელი ნახოს. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ და შევეცადოთ ყველა სიტყვა გავიაზროთ, მაგრამ ეს ძალზედ რთულია. ამიტომ უნდა შევძლოთ და გავუგოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ ემოციების მოთოკვა."-განაცხადა მოურინიომ.
ამის შემდეგ მოურინიომ დაასკვნა, რომ ის არის უფრო სასიამოვნო პიროვნება, ვიდრე მედია ასახავს.
"მე უფრო მეტს ვუყვარვარ ვიდრე ჰგონიათ. არსებობს ბევრი მომხრე, თუნდაც კონკურენტი კლუბის, რომლებსაც მოვწონვარ და პატივს მცემს როგორც პროფესიონალს."
"მე მუდამ ვებრძვი საკუთარ თავს. ჩემი ამბიცია ყოველთვის ვიყო საუკეთესო და ვთვლი, რომ ეს კარგია."-დაასრულა მოურინიომ.
- 2 ნოემბერი 2012
- 1 366
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.