"მადრიდის რეალი" და "ბარსელონა" - ორი მონსტრი სპორტის ფინანსურ ბაზარზე
რამოდენიმე კვირის წინ , "ბარსელონასა" და "მადრიდის რეალს" შორის გამართული მორიგი ელ კლასიკო ანგარიშით 2:2 დასრულდა. ორივე მხრიდან თავი გუნდების ვარსკვლავებმა გამოიჩინეს. თუ კატალონიელთა მხარეს ლიონელ მესიმ ივაჟკაცა, მას არაფრით არ ჩამოუვარდა კრიშტიანო რონალდუ "თეთრებიდან". ბოლო შეხვედრაზე ნაჩვენებმა ანგარიშმა და თამაშმაც ცხადყო, რომ ამ ეტაპზე ორივე გუნდი ერთმანეთის თანასწორია და რომელიმე მათგანის უფრო სიძლიერეზე ლაპარაკი უადგილოა.
ლა ლიგაში მათი დომინირება ეჭვგარეშეა. ბოლო რვა ტიტული სწორედ ამ ორმა გუნდმა გაინაწილა. "ბარსელონამ" ხუთჯერ იმარჯვა, ხოლო "მადრიდის რეალმა" კი სამჯერ წინა სეზონის ჩათვლით. ევროპაში "ბარსელონა" უფრო წინაა , მას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ აქვს მოპოვებული ბოლო ოთხი წლის მანძილზე, ხოლო "მადრიდის რეალს" ამ მხრივ მართლაც არ აქვს საქმე დასაკვეხნად. მათ მხოლოდ და მხოლოდ ბოლო ორი წლის მანძილზე ნახევარფინალებში გასვლით თუ შეუძლიათ რომ იამაყონ.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონი სრულიად უჩვეულოდ და საკმაოდ ნერვიულად დაიწყო, ბევრს არ შეეპარება ეჭვი იმაში, რომ ლა ლიგა კვლავ ორი ცხენის დოღს დაემსგავსება. როცა ვინმე "მალაგას" პოტენციალზე იწყებს საუბარს, ახსენდებათ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელის ისკოს სიტყვები: "ჩვენ და "მადრიდის ატლეტიკომ" მშვენივრად დავიწყეთ, მაგრამ ბოლოს მხოლოდ და მხოლოდ ორი გუნდი თუ შემორჩება ამ მარათონს და მათთან ბრძოლა არავის არ ძალუძს."
გარდა მოედნისა , ორივე მათგანი ფულის ბაზარზეც მშვენივრად გამოიყურება. ორივე მათგანს 2011/2012 წლებში ბრუნვა ნახევარი მილიარდის ფარგლებში დაუფიქსირდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორივე კლუბმა წელი მოგებით ჩაამთავრა: "ბარსელონამ" 49 მლნ. ევროს მოგება აჩვენა, ხოლო "მადრიდის რეალმა" კი 32 მლნ. ევრო. ამ ორმა გუნდმა ასევე შეამცირა დავალიანების მაჩვენებელი და ის მართვად დონემდე დაიყვანა.
"მადრიდის რეალი" ამტკიცებს, რომ მისი 514 მლნ. ევროიანი ბრუნვა სპორტული კლობების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა წლის ანალოგიურ ინდექსთან მიმართებაში 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა და ბრუნვა 480 მლნ. ევროდან 514 მლნ. ევრომდე გაიზარდა. ამ ყველაფერთან ერთად, საგულისხმოა, რომ გუნდის ხარჯებიც მთელი 48 მლნ. ევროთი გაიზარდა, რაც გამოიწვია ხელფასების და ანაზღაურების ფონდის 8%-ით (18 მლნ. ევრო) 216 მლნ. ევროდან 234 მლნ. ევრომდე ზრდამ, სხვა ხარჯები 146 მლნ. ევრომდე 26%-იჸ (30 მლნ. ევრო) გაიზარდა. ეს ძირითადად გამოწვეული იყო საშემოსავლო და საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებით ქვეყანაში.
ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ "მადრიდის რეალის" EBITDA-ს (Earnings Before Interest, Taxation, Depreciation and Amortisation- მოგება ცვეთა-ამორტიზაციამდე, საპროცენტო ხარჯამდე და მოგების გადასახადამდე) მაჩვენებელმა იკლო 148 მლნ. ევროდან 134 მლნ. ევრომდე. ეს მაჩვენებელი მიუხედავად კლებისა მაინც შთამბეჭდავია, ვინაიდან იგივე "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "არსენალის" ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შესაბამისად 20 მლნ. ევროთი და 90 მლნ. ევროთი მეტია.
ფეხბურთელების ცვეთა-ამორტიზაციის 5 მლნ. ევროთი გაზრდის შემდეგ ოპერაციული შემოსავალი 19 მლნ. ევროდან 24 მლნ. ევრომდე დაეცა, მაგრამ ეს ვარდნა განეიტრალებულ იქნა ფეხბურთელების გაყიდვიდან მიღებულიუ 20 მლნ ევროიანი შემოსავლი, რაც 17 მლნ. ევროთი მეტი იყო, ვიდრე წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელი.
ამან გამოიწვია გადასახადებამდე "მადრიდის რეალის" შემოსავლების 32 მლნ. ევრომდე მიღება, რაც 15 მლნ© ევროთი ნაკლები იყო, ვიდრე 2010/11 წლებში მიღებული 47 მლნ.ევრო. ეს იმაზე მეტი იყო, ვინაიდან, როგორც ფლორენტინო პერესმა აღნიშნა: "შედეგები გამაოგნებელია, გასაკუთრებით კი ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც ცხოვრება გვიწევს."
"ბარსელონას" შემოსავლებიც გაიზარდა 7%-ით 452 მლნ. ევროდან 485 მლნ. ევრომდე (10 მლნ. ევრო ფეხბურთელების გაყიდვით იქნა მიღებული), ამავდროულად მათ მოახერხეს ანაზღაურებისა და სახელფასო ფონდის 3%-ით 275 მლნ. ევროდან 268 მლნ. ევრომდე შემცირება. ეს დაეხმარა მათ გაეზარდათ EBITDA-ს მაჩვენებელი 39%-ით 89 მლნ. ევროდან 123 მლნ. ევრომდე.11 მლნ ევროთი ნაკლები , ვიდრე "მადრიდის რეალის" ანალოგიური მაჩვენებელი. აღნიშვნის ღირსია მათი ფეხბურთელების დაბალი ცვეთა-ამორტიზაცია, რაც გამოწვეულია "ლა მასიას" აკადემიის გამოყენებით, რაც ნიშნავს, რომ "ბარსელონას" 51 მლნ. ევროიანი შემოსავალი ორჯერ მეტი იყო, ვიდრე "მადრიდის რეალის"
მიუხედავად ამისა, "ბარსელონამ" მხოლოდ და მხოლოდ უმნიშვნელო 3 მლნ. ევროიანი წმინდა შემოსავალი მიიღო, ვინაიდან ჟეფრენისა და მაქსველის გაყიდვიდან მიღებული 11 მლნ. ევრო გააბათილა იმ 8 მლნ. ევრომ, რომელიც დაუჯდა "ბარსელონას" ალექსანდრე გლები, გაბრიელ მილიტო და ენრიკე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს მაჩვენებელი 2010/11 წლებისაზე უფრო მეტია, ვინაიდან მაშინ გუნდმა 22 მლნ. ევროს ზარალი ნახა. იაია ტურეს "მანჩესტერ სიტიში" სარფიანი გაყიდვა არ აღმოჩნდა საკმარისი დაეფარა ზლატან იბრაგიმოვიჩის "მილანში", დიმიტრი ჩიგრინსკის "შახტარში", მარტინ კასერესის "სევილიაში" და ტიერი ანრის "ნიუ იორკ რედ ბულსში" გაყიდვით მიღებული ზარალი.
ვალის გასტუმრების შემდეგ, "ბარსელონას" წმინდა გადასახდელი პროცენტი დაეცა 8 მლნ ევროთი, 5 მლნ. ევრომე, რამაც გუნდს გადახდამდე შემოსავლების რეკორდული მაჩვენებლის 49 მლნ. ევროს დაფიქსირების საშუალება მისცა. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია იმ სეზონის კვალზე, როცა "ბარსელონამ" ვერ შეძლო ვერ ესპანეთის ჩემპიონატისა და ვერც ჩემპიონთა ლიგის მოგება. განსაკუტრებით კი მაშინ, როცა მათ არცერთი ფეხბურთელი დიდ თანხად არ გაუყიდიათ. მათმა პრეზიდენტმა სანდრო როსელმა ტყუილად კი არ თქვა სეზონზე "ციფრების მიხედვით ბრწყინვალე".
სურათი გუნდისთვის (საფეხბურთო) ძალზედ კარგია, ვინაიდან ზემოთხსენებული მონაცემები თავის თავში მოიცავს უფრო წამგებიან სხვა სპორტულ სფეროებსაც. მათი საერთო მაჩვენებელია 40 მლნ. ევრო 2011/2012 წწ.ში (22.9 მლნ ვერო კალათბურთი, 7.7 მლნ. ევრო-ხელბურთი, 5 კაციანი ფეხბურთი - 5.9 მლნ. ევრო, ჰოკეი - 2.4 მლნ. ებრო და სხვა სახეობები 1.4 მლნ. ევრო), საერთო ჯამში თუ ამ ყველაფერს გამოვაკლებდით გუნდის შემოსავლები გადასახადის გადახდამდე შეადგენდა 89 მლნ ევროს.
ანალოგიური რამ ხდება "მადრიდის რეალის" შემთხვევაშიც.
მიუხედავად მათი დიდძალი ხარჯებისა "მადრიდის რეალი" კვლავ შემოსავლიანია მიღებული 230 მლნ-იანი შემოსავლით ბოლო ექვსი წლის მანძილზე, მათ შორის 44 მლნ. ევრო 2007 წელს, 51 მლნ. ევრო 2008 წელს, 25 მლნ. ევრო 2009 წელს და 31 მლნ. ევრო 2010 წელს. მათი ბოლო ანგარიშგების მიხედვით, ბოლოს უარყოფითი EBITDA შორეულ 2001 წელს დაფიქსირდა. 2012/2012 წლებისთვის კლუბი კვლავ 32 მლნ.-იან შემოსავლებს ელის.
"ბარსელონას" ციფრები უფრო ნაკლებად მიმზიდველი და მომხიბვლელია. მიუხედავად იმისა, რომ მათ ბოლო ექვსი წლიდან ოთხში მოგება აჩვენეს, ყველაფერი უფრო ნაკლებად მიმზიდველადაა. ეკონომიკურ საკითხებში ვიცე-პრეზიდენტმა ფაუსმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" არ შეუძლია თავს ფულის დაკარგვის უფლება მისცეს. მიმდინარე წელს მათ სერიოზული ზრდა აჩვენეს შემოსავლების მხრივ, ხოლო 2012/2013 წლებისთვის კი გადასახადების გადახდამდე შემოსავლის მაჩვენებლის 36 მლნ. ევრომდე აყვანას გეგმავენ.
ამ ორი დიდი გუნდის ჩრდილქვეშ მოექცეული მხოლოდ და მხოლოდ მცირე რაოდენობის ესპანური გუნდები თუ დაიკვეხნიან კარგი ფინანსური მაჩვენელით. ბარსელოანს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული 2010/2011 წლების სეზონის კვლევის მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ რვა კლუბი 20-დან არიან შემოსავლიანები. როცა ეს ორი გუნდი ერთმანეთს ებრძვის , სხვები გადარჩენისთვის იბრძვიან, როგორც პროფესორი გაი იუწყება: "ყველანი "მადრიდის რეალსა" და "ბარსელონაზე" არიან კონცენტრირებულნი, რომლებიც ბანკეტის მეფეები არიან, მაშინ როცა სხვებს საკმაოდ უჭირთ."
სურათი საზღვარგარეთის ქვეყნებშიც არ არის საკმაოდ განსხვავებული, ვიანდაი ერთადერთი წამყვანი კლუბი, რომელმაც ანალოგიური მაჩვენებელი დააფიქსირა გადახდამდე შემოსავლები მხრივ 2011/2012 წლებში იყო "არსენალი", გუნდისთვის შემოსავალიმა გადახდამდე შეადგინა 44 მლნ. ევრო.
"მიუნხენის ბაიერნმა" ასევე დააფიქსირა საკმაოდ სოლიდური შემოსავალი 9 მლნ. ევროს ოდენობით, მიუხედავად ბოლო წლების მანძილზე მუდმივად პირველ ადგილზე ყოფნისა და მოწინავე პოზიციის დაკავებისა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" 6 მლნ. ერვოიანი ზარალი განიცადა, არადა წინა წელს მათ 36 მლნ. ერვოიანი შემოსავალი მოგებამდე ქონდათ.
გარდა ამ კლუბებისა, სხვა წამყვანმა და ცნობილმა კლუბებმა საკმაოდ დიდი წაგებები დააფიქსირეს, 2010/11 წლების მანძილზე "მანჩესტერ სიტის" მიერ ნაჩვენები 237 მლნ, ერვოიანი წაგება რეკორდული იყო ინგლისში. "იუვენტუსმა", "ინტერმა", "ჩელსიმ" და "მიალნმა" წლები წაგებით ჩაამთვრეს. მათი წაგების მაჩვენებელი 80 მლნ. ევროს ფარგლებში იყო.
"მადრიდის რეალისა" და "ბარსელონას" ფინანსური სტაბილურობის განმაპირობებელი არის განსაკუთრებული უნარი მოახერხონ შემოსავლების მოძიება. შინა ბაზარზე ისინი სხვა კლუბებთან მიმართებაში საკმაოდ წინ არიან. 2010/11 წლების სეზონში მათ მიერ ნაჩვენები შემოსავლები 479 მლნ. ევროსა და 451 მლნ. ევროს ოდენობით 4-ჯერ აღემატებოდა უახლოესი მდევრის "ვალენსიას"(117 მლნ. ევრო), "მადრიდის ატლეტიკოს"(100 მლნ. ევრო) და "სევილიას" (80 მლნ. ევრო) მაჩვენებელს
ეს საკმაოდ ცუდია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ როცა ეს ორი უდიდესი კლუბი ამხელა შემოსავლებს ღებულობს და ზრდის ბოლო წლების მანძილზე, სხვა დანარჩენი კლუბები სტაგნაციურ მდგომარეობაში იმყოფებიან. 2008-2011 წლებში "ბარსელონა" და "მადრიდის რეალმა" თავიანთი შემოსავლებ 142 მლნ. ევროთი და 113 მლნ. ევროთი გაზარდეს, მაშინ როცა მათთან ყველაზე ახლოს მყოფების შემოსავლებიუ "მადრიდის ატლეტიკოს" შემტხვევაში 21 მლნ. ევროთი ხოლო "ვალენსიას" შემთხვევაში 16 მლნ ევროთი გაზაირდა. "ბილბაოს ატლეტიკოს", "სევილიასა" და "ვილიარეალის" შემოსავლები საკმაოდ მცირე იყო.
2012 წელს ორმა გიგანტმა 34 მლნ.იანი შემოსავალი მიიღო, რაც იწვევს ასევე სხვაობას კლასშიც. როგორც "სევილიას" პრეზიდენტმა დელ ნიდომ განაცხადა: "შემოსავლების ზრდა დიდებს უფრო ადიდებს, ხოლო პატარებს უფრო აპატარავებსო", "სევილიასა" და სხვა რომელიმე კლუბის შანსი, რომ ესპანეთში რამე შეიცვალოს თამამად შეიძლება ჲთქვას , რომ არის ნოლი, მანამ სანამ ამ ორი გიგანტიდან რომელიმე იზრდება.
ანალოგიური პრობლემა არამარტო ესპანეთის ბაზარზე აწუხებთ ესპანურ გუნდებს, არამედ ევროპაშიც აწუხებს "ბარსელონასა" და "მადრიდის რეალის" გადამკიდე სხვა კლუბებს. ფაქტია, რომ ამ ორმა კლუბმა 100 მლნ. ევროთი მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე მესამე ადგილზე მყოფმა "მანჩესტერ იუნაიტედმა", ხოლო 150 მლნ. ევროთი მეტი, ვიდრე "მიუნხენის ბაიერნმა". მათი შემოსავლები წარმოუდგენელია, ის 200 მლნ. ევროთი აღემატება "არსენალისას", "ჩელსისას" და "მილანისას". მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველაზე მეტ სატელევიზიო შემოსავლებს ღებულობენ, კომერციული შემოსავლების მხრივ მათ მხოლოდ ერთი კლუბი აღემატება ("მიუნხენის ბაიერნი") და ასევე ერთი კლუბი უგებს მატჩის დღეს შემოსავლების მაჩვენებლით ("მანჩესტერ იუნაიტედი").
წლების მანძილზე მდევრებთან სხვაობა სულ უფრო იზრდება და იზრდება. 2005 წლიდან, პირველი წელი, როცა "მადრიდის რეალი" დაწინაურდა oney League-ში მათი შემოსავლის ზრდა უფრო მეტი იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა კლუბისა. ამ პერიოდში "მადრიდის რეალის" შემოსავალი გაიზრდა 204 მლნ. ევროთი, მაშინ როცა "ბარსელონას" შემოსავლები გაიზრდა კიდევ უფრო შთამბეჭდავად 243 მლნ. ევროთი. ამ მაჩვენებლის შემდეგ საუკეთესო "მიუნხენის ბაიერნის" 131 მლნ ევროიანი და "მანჩესტერ იუნაიტედის" 121 მლნ. ევროიანი ზრდაა.
სხვაობა თავის კონკურენტებთან უფრო და უფრო იზრდება 2009 წელს არსებული 39 მლნ.- ევროიანი სხვაობიდან , დღეს ეს მაჩვენებელი 139 მლნ. ევროს შეადგენს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სხვა კლუბები კარგავენ "მადრიდის რეალისა" და "ბარსელონასთვის" დაწევისა და კონკურენციის გაწევის შანსს.
განვითარებისა და ფულადი სასხსრების ზრდის ტემპებს შორის სხვაობა შეიძლება შემცირდეს , თუ გავითვალისწინებთ კურსთა შორის სხვაობას. მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსი, რომელსაც Deloitte იყენებდა შეადგენდა 1,11 ეუროს 1 ფუნტზე. ამის შემდეგ ევროს მსყიდველობითი უნდარი უფრო შემცირდა , მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ დღევანდელ კურსს გამოვიყენებთ და ავიღებთ 1,25-ს, სურათი საერთო ჯამში მაინც არ შეიცვლება. 2009 წლიდან ”ბარსელონას” (119 მლნ. ევრო) და ”მადრიდის რეალის” (113 მლნ. ევრო) ზრდის ტემპი ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე მათი უშუალო მეტოქის ”მანჩესტერ იუნაიტედის” (52 მლნ. ევრო). მართალია , ”მიუნხენის ბაიერნს” და ”ჩელსის” ჯერ არ გამოუწვეყნებიათ თავიანთი ფინანსური მაჩვენებელი ამ მხრივ, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია, რომ სურათი შეიცვალოს.
უნდა აღიუნიშნოს, რომ ორივე კლუბმა მოახდინა 2012/13 წლების შემოსავლების კორექტირება: ”მადრიდის რეალის” შემთხვევაში უფრო ნაკლებიაშემოსავლები ზაფხულის ტურნედან (ეურო 2012-ის წყალობით) კომპენსირებულია სხვადასხვა სფეროებიდან მიღებული შემოსავლებით, ხოლო ”ბარსელონას” შემთხვევაში კი შემცირება გამოიწვია ევროპის სუპერ თასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ვერ მოხვედრამმ, როგორც ფაუსი აღნიშნავს: ”ყოველ წელს უფრო და უფრო ძნელი ხდება ახალი ხაზების/არხების აღმოჩენა შემოსავლების მიღებისთვუს.”
ყველაზე პოზიტიური მათ მიერ მიღებუილ დიდ შემოსავლებში არის ის, თუ როგორ დაბალანსებულია ის სამი მნიშვნელოვანი სფეროს მიხედვით. მაჩვენებელი თითქმის ერთნაირია: ტელევიზია - ”მადრიდის რეალისთვის” - 38% და ”ბარსელონასთის” - 40%; კომეცრიული შემოსავლები - ”მადრიდის რეალი” 36%, ”ბარსელონა” 35%; მატჩებიდან შემოსავალი - ”მადრიდის რეალი” 26%, ”ბარსელონა” 25%. როგორც ”მადრიდის რეალის” ყოველწლიურ ანგარისგებაშია ნათქვამი, შემოსავლების ასეთი დივერსიფიკაცია სფეროების მიხედვით უფრო მეტი სტაბილურობის კარანტია.
მიუხედავად იმისა, რომ მათი შემოსავლები დივერსიფიცირებულია, სატელევიზიო გაყიდვებით მიღებული სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე მათი კონკურენტი კლუბებისა ევროპის მასშტაბით. ეს ყველაფერი კი საშინაო ჩემპიონატის მეტად თავისებური კანონისა და შეთანხმების დამსახურებაა. განსხვავებით სხვა ევროპული კლუბებიდან, სადაცა იყენებენ კოლექტიური გაყიდვების ფორმას, ესპანური კლუბები ანაწილებენ თავიანთ სატელევიზიო უფლებებს ინდივიდუალურ საწყისებზე დაყრდნობით, აქედან გამომდინარე ”მადრიდის რეალმა” და ”ბარსელონამ” მიიღეს 140 მლნ. ევრო 2011/12 წლებში სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან , რაც სამჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე ”ვალენსიას” მიერ მიღებული 48 მლნ. ევრო და ”მადრიიდს ატლეტიკოს” მიერ მიღებული 46 მლნ. ევრო. მათ შემდეგ მოყვება ”სევილია” 31 მლნ. ევროთი და ”ბეტისი” 29 მლნ. ევროთი.
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ”მადრიდის რეალმა” და ”ბარსელონამ” ლა ლიგაში სატელევიზიო უფლებების გაყიდვით მიღებული შემოსავლების 43% წაიღეს, რაც 11ჯერ მეტია, ვიდრე ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფი გუნდის ”სანტანდერის რასინგის” მიერ მიღებული შემოსავალი.
ორივე კლუბს კონტრაქტი აქვთ 2014/15 წლების სეზონამდე, რაც ერთ პოტენციურ პრობლემას წარმოშობს, ვინაიდან სატელევიზიო უფლებების მქონე ორგანიზაცია მედიაპრო განიცდის სერიოზულ პრობლემებს, ვინაიდან მას გააჩნია გაკოტრების რეალური საფრთე იბრძვის რა Sogecable-თან. გარდა ამისა, სხვა ტელეაქრხები უარს აცხადებენ ამ ბაზარზე შესვლაზე , ვინაიდან იქ საკმაოდ მოუქნელი სიტუაცია, მაღალი რისკები, არასაკმარისი სარეკლამო შემოსავლები და მაღალი გადასახადებია. ამიტომაც არავის არ უკვირს ფაუსის სიტყვები: ”მედიიდან მიღებულმა შემოსავლებმა თავის პიკს მიაღწია, აქედან გამომდინარე მომავალში მის ზრდას არ მოველით.”
ამასთან ერთად, დიდი გასნხვავება შემოსავლებს შორის სხვა კლუბებისთვის გამაღიზიანებელია და ისინი მიმართულნი არიან, რომ კოლექტიური ძალისხმევით რამე შეცვალონ. ”ატლეტიკო მადრიდის” პრეზიდენტმა მიგელ ანგელ გილ მარინმა განაცხადა: ”ჩვენ გვინდა ჩემპიონატი, რომელიც უფრო დაბალანსებული და კონკურენტული იქნება. ამის მისაღწევად აუცილებელია გარღვევა მოხდეს ბიუჯეტში და გადაიხედოს სატელევიზიო შემოსავლების განაწილების საკითხები.”
დღეის მდგომარეობით, ეს წინადადება მიუღებელია ”მადრიდის რეალისა” და ”ბარსელონასთვის”, მაგრამ ესპანეთის სპორტის მინისტრი ხოსე ინასიო ვერტს ჯერა, რომ ისინი უკვე პატივისცემით მოეკიდებიან სამართლიანი განაწილების პრინციპებს. წინა წელს სნადრო როსელმა განაცხადა: ”ეხლა სატელევიზიო უფლებები მორგებულია ინდივიდებზე, მაგრამ სამ, ოთხ, ხუთ წელიწადში ჩვენ ლა ლიგის სატელევიზიო უფლებები ისეთივე უნდა გავხადოთ, როგორიც იტალიაში ან პრემიერ ლიგაშია.” ამასთანავე ამის სანაცვლოდ ის ითხოვს, რომ კლუბების რაოდენობა 20-დან 16-დე შემცირდეს.
ეს შეიცლება ეხლა წარმოუდგენლადაც კი ჟღერდეს, მაგრამ ადვილი მოსალოდნელია რომ ის განხორციელდეს, ვინაიდან სხვა თუ არაფერი კოლექტიური შეთანხმებები უფრო დიდი ოდენობით იდება, ვიდრე ინდივიდუალური. ლა ლიგის სატელევიზიო შემოსავლები 655 მლნ. ევროს ტოლია, რაც საკმაოდ ჩამორჩება პრემიერ ლიგის სატელევიზიო შემოსავლებს, რომელიც 1,4 მლრდ. ევროს შეადგენს და მოსალოდნელია, რომ 2,2 მლრდ. ევრომდე გაიზრდება 2014 წლისთვის. ყველაფერთან ერთად ლა ლიგა უკვე შემოსალების მხრივ ჩამორჩება გერმანიის ბუნდესლიგასაც, რომლის შემოსავლებმა 0,7 მლრდ. ევრო შეადგინეს, ეს ყველაფერი კი გერმანიასი გამოიწვია კოლექტიური შეთანხმების დადებამ.
ეს არის ის ჯილდო, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას და ამიტომაც არის, რომ ესპანურ ფეხბურთში სულ უფრო მეტი და მეტი იწერება და ითხოვს ამ პროდუქტის დანერგვას. უფრო მეტ ტელეარხს და მედიაორგანზიაციას სურს, რომ თავისი პორდუქტი რაც შეიძლება მაღალი სტანდარტებისა იყოს. როგორც ”მადრიდის რეალის” ლეგენდამ ემილიო ბუტრაგენიომ განაცხადა: ”ჩვენ გვინდა... ისეთივე ბრენდი, როგორიც პრემიერ ლიგაა. საუკეთესო ფეხბურთელები სწორედ რომ ლა ლიგაში თამაშობენ და ამისგან მაქსიმალური სარგებელი უნდა მივიღოთ.” რა თქმა უნდა, ამის თქმა ადვილია, მაგრამ გაკეთება საკმაოდ ძნელია, მითუმეტეს ასეთ უხეში ეკონომიკური სიტუაციის დროს.
სატელევიზიო შემოსავლები ასევე გაყოფილ იქნა ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის მხრივ, რაშიც ”მადრიდის რეალმა” და ”ბარსელონა” მიახლოებით 40 მლნ. ევრო მიღეს, ეს კიდევ უფრო ზრდის სხვაობას დანარჩებ ესპანურ გუნდებთან, იგივე ”ვალენსიამ” (19 მლნ. ევრო და პლიუს 3 მლნ. ევრო ევროპის ლიგისთვის) და ’”ვილიარეალმა” (14 მლნ. ევრო) უფრო ნაკლები გამოიმუშავეს. ”ატლეტიკო მადრიდმა” და ”ბილბაოს ატლეტიკომ” მხოლოდ და მხოლოდ 10 მლნ. ევრო მიიღეს მიუხედავად იმის,ა რომ ორივე გუნდი ევროპის ლიგის ფინალში გავიდა.
”ბარსელონამ” ევროპული ტურნირებისგან უფრო მეტი მიიღო, ვიდრე ”მნადრიდის რეალმა”, როცა მათ 2010/141 წლებში ჩემპიონთა ლიგა მოიგეს ბიუჯეტი 52 მლნ. ევროთი შევასეს. ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ ”მადრიდის რეალის” შემოსავლები ამ კუთხით საგრძნობლად გიაზრდა. თუ მანამდე გუნდი 12 მლნ. ევროზე მეტს ვერ ღებულობდა ტურნირებზე მონაწილეობით, წინა ორი სეზონის მანძილზე ამ მაჩვენებელმა 38-39 მლნ. ევრო შეადგინა.
ორივე კლუბს დანერგილი აქვს ძლიერი კომერციული ფილოსოფია. მარსელ პლანელასმა Easde-ს ბიზნეს სკოლის წარმომადგენელმა ”ბარსელონას” სტრატეგია კინოსტუდიას შეადარა. ”ისეთივე , როგორიც დისნეის, შენ შენივე ვარსკვლავები გყავს, შენი მსოფლიო ტური, შენი სალარო, სატელევიზიო უფლებები, მაისური და სხვა დანარჩენი წვრილმანები.” ასეთივე აღწერა ზუსტად შეესაბამება ”მადრიდის რეალს”, რომელმაც რამოდენიმე ხნის წინ საკუთარი ცნობადობის დონის ასამაღლებლად აზიაში წარმოადგინა 1 მლრდ. ევროს ტოლი ”საფეხბურთო კუნძჲლის” მშენებლობის შესახებ, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში უნდა განხორციელდეს.
2010/11 წლებში მათი კომერციული შემოსავლები (”მადრიდის რეალი” 172 მლნ. ევრო , ”ბარსელონა” 156 მლნ. ევრო) დაჯაბნა ”მიუნხენის ბაიერნის” ნაჩვენებმა 178 მლნ. ევროიანმა შემოსავალმა, მაგრამ ესპანური ამ ორი გუნდის მაჩვენებელი ძალიან შორს იყო იგივე ”მანჩესტერ იუნაიტედის” შედეგისგან (114 მლნ. ევრო). ესპანეთში, ეს განსხვავება კატასტროფულად დიდია, ყველაზე მცირე, მეორე ადგილზე მყოფ ”მადრიდხის ატლეტიკოსთან” (29 მლნ. ევროთი) და ”ვალენსიასთან” (23 მლნ. ევრო) მიახლოებით 125 მლნ. ევროიანი სხვაობაა.
ყველაზე მნიშვნელოვანი კომერციული თვალსაზრისით არის მაისურებზე სარეკლამო ბანერები და კომპანიები, რომლებიც ოფიციალური სპონსორები ხდებიან. იგივე ”ბარსელონას” მიერ Qatar Foundation-თან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც 2015/16 წლამდეა გათვლილი, გუნდი ყოველწლიურად 30 მლნ ევროს შემოსავალს მიიღეს (პლიუს 15 მლნ. ევრო ”კომერციული უფლებებისთვის” 2010/11 წლებში) და ეს ყველაფერი ყველა დროის რეკორდია. ”მადრიდის რეალის” შეთანხმება Bwin-თან, რომელსაც ვადა 2012/13 წლებში გასდის , გუნდს ყოველწლიურად 30 მლნ. ევროს აძლევს.
ესპანეთში საგანგაშო მდგომარეობაა სპონსორების მხრივ, ”ვალენსიამ”, ”სევილიამ” და ”ვილიარეალმა” სეზონი სულაც სპონსორების გარეშე დაიწყეს. ამ მხრივ განსაკუთრებით კარგად აქვს საქმე ”მანჩესტერ იუნაიტედს”, რომელმაც ამას წინათ მეგა შემოსავლიანი შეთანხმების შესახებ გამოაცხადა, რომელიც hevrolet-თან გაფორმდა და კლუბს 2014/15 წლებიდან ყოველწლიურად 56 მლნ. ევროს შემსოავალს მოუტანს.
[img]http://1.bp.blogspot.com/-lMF-LP5K3_0/UID8LzKTq_I/AAAAAAAAGe8/FdW36qjJfpI/s1600/21 RMB Shirt & Kit.jpg[/img]
საფეხბურთო ატრიბუტიკასთან დაკავშირებით ”მადრიდის რეალმა” ”ადიდასთან” კონტრაქტი 2019/20 წლამდე გაახანგრძლივა 38 მლნ. ევრო ღირებულებით, მაშინ როცა ”ბარსელონამ” თავისი 33 მლნ. ევროიანი კონტრაქტი Nike -თან განაახლა 2008 წელს და მას ვადა 2012/13 წლებში გასდის (მუშაობენ იმისთვის , რომ 2018 წლამდე გახანგრძლივდეს კონტრაქტი). მათთან ახლოს არის ”მანჩესტერ იუნაიტედი” (Nike) და ”ლივერპული” (Warrior), რომლებიც 32 მლნ. ევროს გამოიმუშავებენ. ”მადრიდის რეალის” კომერციული სიძლიერეს დამატებით ძალას მატებს ხუთწლიანი კონტრაქტი Emirates Airlines-თან, რომელსაც დამატებით 5 მლნ. შემოაქვს და რომელიც ითვალისწინებს, მოედნის გარკვეულ ნაწილებზე და ადგილზებზე კონტრაქტორის დასახელების განთავსებას.
მაისურების გაყიდვის მხრივ PR Marketing s-ის კვლევა ცხადყოფს, რომ ამ სფეროში ორი ლიდერია და ესენი ”მადრიდის რეალი” და ”მანჩესტერ იუნაიტედი” არიან საშუალოდ 1,4 მლნ.იანი გაყიდვით, მათ მოსდევს ”ბარსელონა” 1,15 მლნ.-ით.
კომერციული შემოსავლები ასევე იზრდება ისეთ ტურნირებზე გამარჯვებებით, როგორიცაა ”ჩემპიონთა ლიგა” და ასევე ისეთი ღონისძიებებით, როგორიცაა სტადიონის ტური, ბილეთების გადაცვლა და ა.შ.
ალბათ მომაბეზრებელია უკვე, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მატჩიდან შემოსული თანხების მხრივაც ”მადრიდის რეალი” და ”ბარსელონა” პირველ ადგილებს იყოფენ. 2010/11 წლებში ”მადრიდის რეალი” პირველ ადგილზე იყო 124 მლნ. ევროს შემოსავლით, ხოლო ”ბარსელონა” მესამეზე 111 მლნ. ევროთი. ესპანური გუნდებიდან ”ატლეტიკო მადრიდი” 30 მლნ. ევრო, ”ვალენსია” 27 მლნ. ევრო და ”ბილბაოს ატლეტიკო” 25 მლნ. ევრო.
ბოლო წლების მანძილზე კლუბები თავს იკავებენ ბილეთების ფასების დიდი ზრდისკენ. უფრო მეტიც, ”ბარსელონას” ახალმ საბწომ პირობა დადო, რომ ორი წლის მანძილზე ბილეთების ფასი არ გაიზრდება, რაც მათ გაახანგრძლივეს 2012/13 წლების სეზონისთვისაც.
ორივე კლუბი ასევე დიდ შემოსავალს ღებულობს საწევროებიდან მიღებული შემოსავლებით. ”ბარსელონას” 170 000 წევრს 20 მლნ. ევროს შემოსავალი მოაქვს კლუბისთვის. ”მადრიდის რეალის” შემთხვევაში კი 93 000 წევრის მიერ გადახდილი საწევროები 10 მლნ. ევროს შეადგეს.
წინა თვეს ორივე კლუბმა გამოაცხად,ა რომ აპირებენ მოედნების რეკონსტრუქციას. ”მადრიდის რეალმა” ოთხი მოდელი წარმოადგინა იმისთვის, რომ ”სანტიაგო ბერნაბეუ მსოფლიო კლასის არენა გახდეს”, რაც El Pais-ის ცნობით, 250 მლნ. ევრო დაჯდება და რასაც სამი ჭელი დაჭირდება. სამუშაოები მომდევნო ზაფხულს დაიწყება.
- 2 ნოემბერი 2012
- 7 316
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.