კაპელომ ჩერიშევი გამოიძახა
რუსეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ, ამერიკასთან გასამართი ამხანაგური დაპირისპირებისათვის, გაფართოვებული შემადგენლობა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ იტალიელი დამრიგებლის 35 კაციანი სიაში, "კასტილიისა" და რუსეთის 21 წლამდელთა ნაკრების შემტევი, დანიელ ჩერიშევი მოხვდა.22 წლის ფეხბურთელის გამოძახება არავის გაკვირვებია, რამეთუ დანი შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს, როგორც "რეალის" სარეზერვო გუნდში, ასევე ახალგაზრდულ ნაკრებში.
ჯერჯერობით უცნობია, აშშ-სთან დაპირისპირების განაცხადში შევა თუ არა ჩერიშევი, მაგრამ ფაქტია, რომ ოცდათხუთმეტ მოთამაშეში მოხვედრაც, წინგადადგმული ნაბიჯი და გარკვეულწილად სტიმულია დანიელისთვის.
ინფორმაციის წყარო: marca.com
- 1 ნოემბერი 2012
- 1 644
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.