კაკა და ადანი სასტარტოში ბრუნდებიან

ჟოზე მოურინიო სათასო მატჩებში იმ ფეხბურთელებს გამოიყენებს, რომლებსაც სხვა ტურნირებზე ნაკლები სათამაშო დრო ეძლევათ.

"ალკოიანოსთან" დაპირისპირებაში, მწვანე მინდორზე ვიხილავთ კაკას, რომელიც "სელტასთან" ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, თვალით არ გვინახავს საქმეში.ბრაზილიელი ნახევარმცველი, ქვედალიგელებთან ორთაბრძოლაში, ერთ-ერთი ლიდერი იქნება მადრიდელთა მხრიდან.

ამასთანავე, საწყისი წუთებიდან გამოჩნდება, თამაშს მოწყურებული კასილიასის დუბლიორი, ადანი.მიმდინარე სეზონში, ანტონიოსმ მხოლოდ ერთხელ მიეცა ასპარეზობის საშუალება.მან მოურინიოს ნდობა, მხოლო "ბერნაბეუს" თასის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მოიპოვა.აღსანიშნავია, რომ შარშან, სამეფო თასის გათამაშება, სწორედ ადანმა დაიწყო და "პონფერადინასთან" ორმატჩიან დუელში, 1 გოლი გაუშვა, თუმცა მომდევნო ეტაპზე "მალაგასთან," პორტუგალიელმა კვლავ კაპიტანი დააბრუნა კარში.

და ბოლოს, "ას-ში" ვარაუდობენ, რომ კარვალიუს, ალბიოლს, ნაჩოსა და მორატას მიეცემა სასტარტო შემადგენლობაში თავის გამოჩენის შანსი.

ინფორმაციის წყარო: as.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 11
3 ბუდიმირი 9
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (113)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)